Author: GFPA on 17-11-2020, 16:00, views: 130
Author: GFPA on 22-07-2020, 14:20, views: 1355
Author: GFPA on 17-06-2020, 17:05, views: 471
Author: GFPA on 17-05-2020, 17:50, views: 537
Author: GFPA on 4-04-2020, 06:24, views: 767
Author: GFPA on 28-02-2020, 13:04, views: 1381
1) საქართველოს პარლამენტის წევრს კახაბერ კუჭავას
2) საქართველოს პარლამენტის წევრს ზაზა ხუციშვილს
3) საქართველოს პარლამენტის წევრს ოთარ დანელიას,
4) საქართველოს პარლამენტის წევრს ენძელა მაჭავარიანს
5) საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი გაჩეჩილაძეს
6) საქართველოს პარლამენტის წევრს კობა ლურსმანაშვილს
7) საქართველოს პარლამენტის წევრს სულხან მახათაძეს,
8) საქართველოს პარლამენტის წევრს გოგი მეშველიანს
9) საქართველოს პარლამენტის წევრს ლევან კობერიძეს
10) საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი ხატიძეს
11) საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანს
საქართველოს პარლამენტის წევრებმა კახაბერ კუჭავამ, ზაზა ხუციშვილმა, ოთარ დანელიამ, ენძელა მაჭავარიანმა, გიორგი გაჩეჩილაძემ, კობა ლურსმანაშვილმა, სულხან მახათაძემ, გოგი მეშველიანმა, ლევან კობერიძემ, გიორგი ხატიძემ მოახდინეთ 2019 წლის 07 მაისს კანონპროექტთა პაკეტი ნომერი: 07-3/337/9 -ის ინიცირება, საკანონმდებლო კანონპროექტთა პაკეტის ავტორებად საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე ოფიციალურად მითითებულნი არიან ჩვენი ორგანიზაციები, გვინდა ავღნიშნოთ რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შექმნილ შესაბამის სამუშაო ჯგუფში არ იქნა მოწვეული ავტორებად დასახელებული ყველა ორგანიზაციის წარმომადგენელი, ასევე კანონპროექტის სამუშაო ვერსიის კორექტირება სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს შორის ხდებოდა უცნობი პირების მიერ და ირღვეოდა ის შეთანხმებები რაც ხდებოდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე, გარკვეული ცვლილებების და შეჯერებული ვარიანტების შემდგომ არ ხდებოდა შეტანა კანონპროექტში, სანაცვლოდ კი ხდებოდა სულ სხვა ჩანაწერების გაჩენა სამუშაო ჯგუფის შეხვედრასა და შეხვედრას შორის, შესაბამისად არსებული ვარიანტი ვერ ითვალისწინებს ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებს და მათი დაცვის ეფექტურ მექანიზმებს, მეტიც - ძირეულად ეწინააღმდეგება ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებს. ამ პერიოდში ვერ მოხერხდა რომ კანონპროექტში გათვალისწინებულიყო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რისი ვალდებულებაც გააჩნია სახელმწიფოს, არ მომხდარა იმ შენიშვნების განხილვა და გათვალისწინება, რომლებიც ოფიციალური ფორმით შეიტანეს პარლამენტში სპეციალისტებმა, ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კანონპროექტის პირველი საკომიტეტო განხილვის სხდომის ოქმში(სხდომის ოქმი #91) არის უზუსტობები და ჩაწერილია სხვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ ვინ რა აღნიშნა, სხდომაზე მყოფმა პირებმა აღნიშნეს სხვა რამ და სხდომის ოქმში წერია განსხვავებული გარემოებები, დაინტერესების შემთხვევაში აღნიშნულის დამტკიცება შესაძლებელია სხდომის ვიდეო ჩანაწერით, რომელიც გვაქვს შენახული. შესაბამისად საჭირო არის რომ კანონპროექტის დამუშავების პროცესში მოწვეულნი იყვნენ სპეციალისტები, კინოლოგები, ფელინოლოგები, ზოოლოგები. გამომდინარე იქედან რომ კანონპროექტი საჭიროებს ძირეულ დამუშავებას, ავტორები აუცილებლად მივიჩნევთ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს სათანადო მოტივაციას, იმისათვის რომ თქვენს მიერ უნდა მოხდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კანონპროექტის გამოთხოვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე, შესაბამისად გთხოვთ მოახდინოთ კანონპროექტის გამოთხოვა. ხოლო ამის შემდგომ უნდა მოხდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სამუშაო პროცესების წარმართვა ახალი კანონპროექტის ინიცირებისათვის,რადგანაც შედგენილ იქნეს ახალი ვარიანტი რომელიც შესაბამისობაში იქნება ცხოველთა კეთილდღეობის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან და 2018 წლის 28 ივნისის საქართველოს მთავრობის დადგენილება N345-თან(ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ).
თემურ ლაჭყეპიანი
თავმჯდომარე
ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია
ირმა მთიულიშვილი
თავმჯდომარე
ააიპ ცხოველთა დახმარების, უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაცია
გულნარა ფუტკარაძე-სეჩენიანი
თავმჯდომარე
ააიპ ცხოველთა სამყარო
თამაზ ელიზბარაშვილი
დირექტორი
ააიპ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაცია
ვახტანგ მამალაძე
თავმჯდომარე
ააიპ სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება
ქეთევან ინასარიძე
გამგეობის თავმჯდომარე
ააიპ ბუნებისა და ცხოველთა გადარჩენის ასოციაცია ნარა
ირინა ლიკლიკაძე
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
ააიპ ცხოველთა მეგობრები
ვახტანგ უშვერიძე
თავმჯდომარე
ააიპ ვეგან ჯორჯია
თემურ ლაჭყეპიანი
წარმომადგენელი
ა/კ თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფი
მარიამ ჩხიკვიშვილი
თავმჯდომარე
ააიპ უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება
Author: GFPA on 3-01-2020, 14:18, views: 271
Author: GFPA on 14-02-2019, 05:55, views: 512
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ სპეციალური სერვისების მიუსაფარ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ქუთაისში, ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრები ზოია გოჩელაშვილის მიერ მიკედლებული ლეკვები შიმშილით დაიხოცნენ, დედა ძაღლი კი შიმშილისაგან იმდენად მძიმე კახექსიურ(დასუსტებულ) მდგომარეობაში დაუბრუნეს, რომ მისთვის სტერილიზაციის გაკეთება ვეტერინარმა არამიზანშეწონილად ჩათვალა.
მოქალაქე ზოია გოჩელაშვილმა საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციას წერილობითი განცხადებით მიმართა და მოითხოვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გატარება აღნიშნული ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელის ლაშა ციბაძის და სხვა პირების მიმართ. საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირების მიღების მიზნით ოფიციალურად მიმართავს. საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია მოქალაქე ზოია გოჩელაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
,,მოგახსენებთ, რომ მიკედლებული მყავს ჩემს საცხოვრებელ მისამართზე ძუ ძაღლი, რომელიც შევიფარე ქუჩიდან, ვმფარველობ, ვკვებავ და ვუვლი. დეკემბრის თვეში ძაღლს ეყოლა 9 (ცხრა) ლეკვი. ვინაიდან მე არ მქონდა საშუალება ლეკვების გაზრდა და შემოდგომი მოვლა-პატრონობის, მე დავუკავშირდი ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ სპეციალური სერვისების მიუსაფარ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს და ვთხოვე, რომ თუ საშუალება ექნებოდათ გადაეყვანათ დედა ძაღლი თავისი ლეკვებით ცხოველთა თავშესაფარში და განეხორციელებიათ შემდგომი მოვლა-პატრონობა. ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლები დამპირდნენ, რომ ყველა ლეკვი იქნებოდა დაბინავებული ახალ მეპატრონეებთან. ხოლო ლეკვების გაჩუქებამდე დედა ძაღლი თავისი ლეკვებით მოვლა-პატრონობის მიზნით გადაიყვანეს ცხოველთა თავშესაფარში რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე N53 შემდგომ ამისა რამოდენიმეჯერ ვიყავი მისული თავშესაფარში და მიტანილი მქონდა საკვები დედა ძაღლისათვის და ლეკვებისათვის როგორც დედა ძაღლი და ასევე ლეკვები იყვნენ მშიერი. საკვებ ჯამზე იყო მოთავსებული ჩემთვის გაურკვეველი მასა სავარაუდოდ იყო საკვები რომელსაც ძაღლი არ ჭამდა და ჩემი მიტანილი საკვები კი არ ეყო. რამოდენიმეჯერ ჩემი მისვლის დროს დამხვდა მკვდარი ლეკვი. დეკემბრის ბოლოს როცა მივედი ძაღლის წამოსაყვანად არც ერთი ლეკვი არ დამხვდა ხოლო დედა ძაღლი იყო დასუსტებული. რადგანაც თავშესაფარს ევალებოდა ძუ ძაღლის სტერილიზაცია მე ვთხოვე გაეკეთებინათ მისთვის სტერილიზაცია თუმცა ვეტ-ექიმმა განმიცხადა, რომ ძაღლი იმდენად დასუსტებულია ოპერაციას ვერ გადაიტანსო. თავშესაფრის წარმომადგენელმა მითხრა, რომ თითქოს ლეკვები იყო გაჩუქებული, თუმცა ვერ დამისახელა ვისზე მოხდა ლეკვების გასხვისება, ჩემი ვარაუდით ყველა ლეკვი დაიხოცა მოუვლელობით და შიმშილით. მოვითხოვ სამართლიან რეაგირებას."
Category: ---
Author: GFPA on 4-04-2018, 18:52, views: 641
Category: news
Author: GFPA on 16-03-2018, 15:17, views: 483
Category: news
Author: GFPA on 14-03-2018, 10:54, views: 489
წყარო:parliament ge
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
,,სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან როგორც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, ცხოველთა უფლებების კომიტეტის, ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრის, უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების, აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის, სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციულ საკითხებზე და სამომავლო მუშაობის ფორმატი განსაზღვრეს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავას წინადადებით, სამუშაო ჯგუფს ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი უხელმძღვანელებს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პარლამენტში ორი კანონპროექტია შემოსული, რომელთაც განსხვავებების მიუხედავად, ბევრი რამ საერთო აქვს. ანალოგიური კანონპროექტი ასევე ინიცირებული იყო წინა მოწვევის პარლამენტში, რომელშიც საკომიტეტო მოსმენების დროს გამოთქმული შენიშვნების უმრავლესობა აისახა, თუმცა, კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე არ განხილულა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საბაზისოდ აიღონ კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი, რომელზეც სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას.
კომიტეტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას განცხადებით, კანონის მთავარი მიზანი უნდა იყოს, კომპანიონი ცხოველების დაცვა მაქსიმალურად შესაძლებელი გახდეს. კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სამუშაო ჯგუფში კონსტრუქციული დიალოგი კანონპროექტზე მოსაზრებების მაქსიმალურად შეჯერებას შეუწყობს ხელს."
Category: ---
Author: GFPA on 5-03-2018, 11:05, views: 623
Category: news
Author: GFPA on 17-10-2017, 14:49, views: 1583
1)ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2)ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას
3)2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის რეგისტრირებულ პარტიებს/ბლოკებს/საინიციატივო ჯგუფს
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებული ცხოველთა დაცვის საქმიანობის ფორმებისა და მიზნების მქონე არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების მიმართვა/რეკომენდაცია:
ჩვენს ორგანიზაციებში დღემდე მრავალი შეტყობინება შემოსულა მოქალაქეთა მხრიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მხრიდან იზოლირებული ცხოველების(კატებისა და ძაღლების) იზოლირების შემდგომ მათი გაუჩინარების შესახებ, მათ შორის ჯანმრთელი, მიკედლებული და იდენტიფიცირებული. მოქალაქეები განცხადებებში ხაზგასმით აღნიშნავენ იმ გარემოებას რომ გაუჩინარებული ცხოველები იზოლირების შემდგომ თავშესაფრიდან ქრებოდნენ საეჭვო გარემოებებში, ხოლო მიზეზად აღნიშნული სააგენტოს სხვადასხვა თანამშრომლები ასახელებდნენ სხვადასხვა/ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს. ქალაქ თბილისის მერიის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობამდე ზოოლოგები (მაგალითად: იასონ ბადრიძე) ვარაუდობდნენ რომ ქალაქის ტერიტორიაზე იმყოფებოდა დაახლოებით 25 000 ერთეული უსახლკარო ძაღლი, უმეტესი მათგანის ლიკვიდაცია 17 000 ერთეული შესყიდული ე.წ. ინგლისური მარილის მეშვეობით მოახდინა აღნიშნულმა ,,თავშესაფარმა"(რომელიც პირველ ჯერზე შედიოდა სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შემადგენლობაში, ხოლო შემდგომ კი - სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო), ლიკვიდირებული ცხოველების ამსახველი ერთ-ერთი ვიდეო მასალა გასაჯაროვდა მ/წლის 4 ოქტომბერს, 10:30 საათზე, კვირას პრესკლუბში. აღნიშნულ მომსახურებაში ბიუჯეტიდან გახარჯულია 20 მილიონ ლარზე მეტი, მივიჩნევთ რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ფინანსების უშედეგო ხარჯვას, ცხოველებისა და მათი მიმკედლებლების უფლებების დარღვევას, ვინაიდან სააგენტოს ფუნქციონირებაში არ არის გათვალისწინებული ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების თითქმის არცერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია OIE-ს რეკომენდაციების მხედველობაში მიღება, ხოლო დასახელებული რეკომენდაციები ითვალისწინებენ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების უშუალო ჩართულობას და გადაწყვეტილებების მიღების უფლებას უსახლკარო ცხოველთა პოპულაციის მართვის პროგრამებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაუდებელ აუცილებლობად მივიჩნევთ უმოკლეს ვადაში შეუჩერდეს უფლებამოსილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორს თეიმურაზ ფხალაძეს, დირექტორის მოადგილეებს ლერი ქვარაიას და ალექსანდრე კოდუას და ამავდროულად მიღებულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო’’-ს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ-ში ცვლილების შეტანის თაობზე, რომლის მიხედვითაც სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების გადაწყვეტილებების მიღება ქალაქ თბილისის მთავრობამ უნდა მოახდინოს როგორც ქალაქ თბილისის საკრებულოს თანხმობით ასევე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში 2017 წლის 4 ოქტომბრამდე რეგისტრირებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების უმრავლესობის თანხმობით(აკრედიტაციის გავლის ორგანო: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო) რომელთა წესდების მიხედვით საქმიანობის ფორმებსა და მიზნებში უკანასკნელი 1 (ერთი) წლის განმავლობაში განსაზღვრული არის ცხოველთა დაცვა. აგრეთვე აღნიშნულ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის წარდგენა ქალაქ თბილისის მთავრობას უნდა შეეძლოს მხოლოდ 2017 წლის 4 ოქტომბრამდე რეგისტრირებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების უმრავლესობის თანხმობით რომელთა წესდების მიხედვით საქმიანობის ფორმებსა და მიზნებში უკანასკნელი 1 (ერთი)წლის განმავლობაში განსაზღვრული არის ცხოველთა დაცვა. ამავდროულად დასახელებულ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან შეთანხმებით და ასევე მათი ინიციატივით წამოყენებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა იქნეს გატარებული, იმ საკითხებთან მიმართებაში რაც გავლენას ახდენს ქალაქ თბილისში არსებულ ცხოველებზე. შესაბამისად უნდა იქნეს შეტანილი ცვლილებები ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის მეოთხე მუხლის პირველ ნაწილში და ასევე სხვა მუხლებში, რაც გათვალისწინებული იქნება გადაწყვეტილების პროექტით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებული ცხოველთა დაცვის საქმიანობის ფორმებისა და მიზნების მქონე არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების მიმართვა/რეკომენდაცია:
ჩვენს ორგანიზაციებში დღემდე მრავალი შეტყობინება შემოსულა მოქალაქეთა მხრიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მხრიდან იზოლირებული ცხოველების(კატებისა და ძაღლების) იზოლირების შემდგომ მათი გაუჩინარების შესახებ, მათ შორის ჯანმრთელი, მიკედლებული და იდენტიფიცირებული. მოქალაქეები განცხადებებში ხაზგასმით აღნიშნავენ იმ გარემოებას რომ გაუჩინარებული ცხოველები იზოლირების შემდგომ თავშესაფრიდან ქრებოდნენ საეჭვო გარემოებებში, ხოლო მიზეზად აღნიშნული სააგენტოს სხვადასხვა თანამშრომლები ასახელებდნენ სხვადასხვა/ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს. ქალაქ თბილისის მერიის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობამდე ზოოლოგები (მაგალითად: იასონ ბადრიძე) ვარაუდობდნენ რომ ქალაქის ტერიტორიაძე იმყოფებოდა დაახლოებით 25 000 ერთეული უსახლკარო ძაღლი, უმეტესი მათგანის ლიკვიდაცია 17 000 ერთეული შესყიდული ე.წ. ინგლისური მარილის მეშვეობით მოახდინა აღნიშნულმა ,,თავშესაფარმა"(რომელიც პირველ ჯერზე შედიოდა სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შემადგენლობაში, ხოლო შემდგომ კი - სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო), ლიკვიდირებული ცხოველების ამსახველი ერთ-ერთი ვიდეო მასალა გასაჯაროვდა მ/წლის 4 ოქტომბერს, 10:30 საათზე, კვირას პრესკლუბში. აღნიშნულ მომსახურებაში ბიუჯეტიდან გახარჯულია 20 მილიონ ლარზე მეტი, მივიჩნევთ რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ფინანსების უშედეგო ხარჯვას, ცხოველებისა და მათი მიმკედლებლების უფლებების დარღვევას, ვინაიდან სააგენტოს ფუნქციონირებაში არ არის გათვალისწინებული ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების თითქმის არცერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია OIE-ს რეკომენდაციების მხედველობაში მიღება, ხოლო დასახელებული რეკომენდაციები ითვალისწინებენ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების უშუალო ჩართულობას და გადაწყვეტილებების მიღების უფლებას უსახლკარო ცხოველთა პოპულაციის მართვის პროგრამებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაუდებელ აუცილებლობად მივიჩნევთ უმოკლეს ვადაში დაიწყოს მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით და მიღებულ იქნეს სამართლებრივი რეაგირება.
თემურ ლაჭყეპიანი - ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია, ირინა ლიკლიკაძე - ააიპ ცხოველთა მეგობრები, ქეთევან ინასარიძე - ააიპ ბუნებისა და ცხოველთა გადარჩენის ასოციაცია ნარა, თამარ აქუბარდია - ააიპ ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრი, გულნარა ფუტკარაძე-სეჩენიანი - ააიპ ცხოველთა სამყარო, შინდიკო რიჟამაძე - ააიპ უტყუარ მეგობარი, ვახტანგ უშვერიძე - ააიპ ვეგან ჯორჯია, ვახტანგ მამალაძე - ააიპ სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება, ირმა მთიულიშვილი -ააიპ ცხოველთა დახმარების, უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაცია, ნინო რთველიაშვილი -ააიპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია ასევე შეწყვეტილად ცნეს, ხელი მოაწერეს და შეუერთდნენ მიმართვას ცხოველთა მიმკედლებელი, შემფარებელი და დამცველი მოქალაქეები: ანა პილტოიანი, ნინო გოქაძე, მარი ბასელაური, მარიამ კიკნაძე. გიორგი ჩხიროძე, ლანა ლემონჯავა, ნატო მუმლაძე, ლულუ კალანდაძე, მარინა ტიკარაძე, ერმალო ურუშაძე, გიორგი ზუბიაშვილი, გიორგი გასიშვილი, ნატალია ბერაძე, ნიკა თოდუა, ადელინა ბაქრაძე, ანა მანდარია, ნიკოლოზი ალინოჩენკო, ელეონორა კარაპეტიანი, მარიამ ელერდაშვილი, ინა მილენსკაია, ნინა ბელოუს, მარინა ჭელიძე, ედიტა კალანდაძე, ირინა ფრანგიშვილი, ანა მეგრელაძე, მანანა ფეიქრიშვილი, ნანა ჯიქია, გაგა ტარყაშვილი, ლია თავართქილაძე, რუსუდან თავართქილაძე, თამარ კმარიანი, ანა სირუნიანი, იზოლდა ჩილინგარიანი, ნინო დოგუზოვა, ნატო სლეპაკოვა, ფიქრია ნაროუშვილი, თეა ბეგოიძე, ლუკა თოდუა, სალომე აზნაურაშვილი, შორენა მოსემღვდლიშვილი, მარიამ ციხელაშვილი, გიორგი ბალანაძე, ლევან გულიკაშვილი, ნინო რთველიაშვილი, ბელა მაღრაძე, მარიამ ღადუა, ნანა დობორჯგინიძე, იამზე შუკაკიძე, ირინე კიკნაძე, სოფიო მაჭავარიანი, ეკა ხუნწარია, ლუკა დგებუაძე.
Category: news
Author: GFPA on 23-09-2017, 14:40, views: 727
საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, ოზურგეთში ცხოველთა თავშესაფარი მოეწყო, სადაც გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს იზოლირებული ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაციით, ვაქცინაციითა და იდენტიფიკაციით მოემსახურებიან. თავშესაფრის ყოველდღიურ მონიტორინგს ანხორციელებს საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური. თავშესაფრის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლები.
Category: news
Author: GFPA on 1-05-2017, 23:02, views: 755
ქუთაისიდან დაბირკული ძაღლები გაყავთ, ცხოველთა დამცველებს თავშესაფარში შესვლას უკრძალავენ!
ქალაქ ქუთაისის მერის შოთა მურღულიას დავალებით ქუთაისში დაბირკული ძაღლების დაჭერა და სხვა რაიონების ტერიტორიაზე ბოლო ერთი კვირის მანძილზე სისტემატურად ხორციელდებაქუთაისის მერიის ნაგვის გატანისა და ცხოველთა იზოლირების სამსახურის ააიპ სპეციალური სერვისების მიერ, აღნიშნული ქმედება სტანდარტებისა და კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში (ქუთაისიდან 40 კმ. მანძილის დაშორებით) ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუთაისიდან გაყვანილი ძაღლები ერთი კვირის შემდგომ აღმოაჩინა. ქუთაისთან მისასვლელ მაგისტრალებზე მომრავლდა ავტომობილების მიერ ავტოავარიის შედეგად მკვდარი ძაღლები, მათ შორის დიდი ნაწილი რაოდენობა ძაღლებისა არიან სწორედ ის ძაღლები რომელთა ხელოვნული მიგრაცია მოახდინა ზემოაღნიშნულმა სამსახურმა.
ხელოვნურად სხვადასხვა რაიონსა და სოფელში ქუთაისიდან მიგრირებულ ძაღლებს შორის არიან ის იდენტიფიცირებული ძაღლები რომლებიც ქუთაისში იყვნენ მიკედლებული, მიმკედლებლებს მიზეზად განუმარტავენ „ქუთაისობა -2 მაისი"-ს ღონისძიებებს და ასევე ქუთაისის მერიის თანამდებობის პირების პირად სიტყვიერ დავალებებს.
მას შემდეგ რაც საინფორმაციო საშუალებების მიერ გაშუქდა რომ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციას ხელი ეშლებოდა თავშესაფრის მონიტორინგის განხორციელებაში და საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის მიერ გასაჯაროვდა ის ფაქტი რომ ააიპ სპეციალური სერვისები ცხოველთა ოპერაციებს ანხორციელებდა ანესთეზიისათვის(ე.წ. ნარკოზისათვის) საჭირო საშუალებების გარეშე, არ იყო რეგისტრირებული შესაბამის ბაზაში და შესაბამისად არ ფლობდა საჭირო სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს, ცხოველთა დამცველები თავშესაფარში მონიტორინგის მიზნით მხოლოდ ორჯერ დაუშვეს, ისიც წესების დარღვევით. ხოლო თავშესაფარში შესვლისას ცხოველთა დამცველების მიერ დაფიქსირდა დარღვევები - ვოლიერებში დიდი რაოდენობის ცხოველები, რამოდენიმე დაუნომრავი ვოლიერის არსებობა, არასათანადოდ დეზინფიცირებული ვოლიერები და ა.შ. ხოლო იმ ცხოველების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია რომლებიც მეორე ვიზიტზე უკვე აღარ იმყოფებოდნენ თავშესაფრის ადმინისტრაციამ არ განუმარტა საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლებს, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლებს თავშესაფრის ადმინისტრაციის მიერ ასევე უკანონოდ აეკრძალა თავშესაფრის ვეტერინარებთან საუბარი და ვეტერინარული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება. ამის შემდგომ კი ქუთაისის მერიის ნაგვის გატანისა და ცხოველების იზოლირების სამსახურის, თავშესაფრის ადმინისტრაცია ააიპ სპეციალური სერვისების ხელმძღვანელობამ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციას თავშესაფრის შესვლაზე უარი განუცხადა. აქვე ვაფიქსირებთ რომ ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციას და ასევე ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს თავიანთი წესდებების საფუძველზე გააჩნია უფლებამოსილება განახორციელოს ცხოველთა თავშესაფრების მონიტორინგი სრულყოფილად, ხოლო აღნიშნულ წესდებებში არსებული მუხლების ნომრები(თავად წესდებები განთავსებულია საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე) 2016 წლის 12 მაისის წერილი N020-ბ16_ით გადაეგზავნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ ,,სპეციალური სერვისები’’-ს დირექტორს გელა გაგუას, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს შოთა მურღულიას, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს, ქუთაისის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს გუბაზ სანიკიძეს.
Author: GFPA on 27-03-2017, 23:45, views: 933
Author: GFPA on 19-03-2017, 21:05, views: 701
Author: GFPA on 4-06-2016, 18:00, views: 861
Category: Site News
Author: GFPA on 31-05-2016, 19:25, views: 911
Category: Site News
Author: GFPA on 4-04-2016, 19:02, views: 812
Category: Site News
Author: GFPA on 26-08-2015, 15:31, views: 450
Category: news
Author: GFPA on 25-04-2014, 15:00, views: 715
Category: Site News
Author: GFPA on 28-08-2011, 16:31, views: 1016
Category: donation