Sort articles by: Date | Most Rates | Most Views | Comments | Alphabet

მონადირეები რეგულაციების გაუქმებას მოითხოვენ

Author: GFPA1 on 19-03-2017, 21:05, views: 350

5
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დღეს 2017 წლის 23 თებერვალს 12:00 სთ-ზე ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დაგეგმილი კანონპროექტის "ნადირობის შესახებ" განხილვა ჩაიშალა, შეხვედრას ესწრებოდა ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ორი წარმომადგენელი და დაახლოებით ორმოცდაათი მონადირე პირი, მონადირეებმა საუბრის საშუალება არ მისცეს არც ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლებს და არც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, მიუხედავად იმისა რომ შეხვედრა იყო საჯარო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
შეხვედრაზე მყოფი მონადირეები მოითხოვდნენ ჯარიმების გაუქმებას, როგორც სატელევიზიო ინტერვიუდან ირკვევა ზოგი მათგანი მოითხოვდა იარაღის ტარების უფლებას იმ შემთხვევაში როდესაც პირმა არ იცის მისი გამოყენების წესები და ასევე როდესაც პირს არ შეუძლია ცხოველთა სახეობების განსხვავება. ხოლო ერთ-ერთი მათგანი უკმაყოფილებას გამოთქვამდა შველის მკვლელობის შედეგად მკვლელობის განმახორციელებული პირების დაჯარიმების ფაქტზე. საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლებს არ მიეცათ საუბრის საშუალება რადგანაც მონადირეები სინქრონულად სხვადასხვა საკითხებზე ხმამაღლა საუბროდნენ. საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია მიიჩნევს რომ შველის მოკვლის ფაქტების გადაკვალიფიცირება უნდა მომხდარიყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით და მკვლელობის განმახორციელებელ პირებს ცხოველისადმი ჯგუფური სასტიკი მოპყრობის ფაქტზე უნდა შეფარდებოდათ პატიმრობა. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც. რომ ბრაკონიერობისა და ნადირობის წესების დარღვევის მომხრეთა და ასევე თავად ბრაკონიერთა ინტერესები შეუძლებელია გათვალისწინებულ იქნეს კანონმდებლობაში. რაც შეეხება აღნიშნულ კანონპროექტს, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია მომავალში გადააგზავნის შესაბამის შენიშვნებს.
 

Category: Site News, news

 
 
Theme: