Sort articles by: Date | Most Rates | Most Views | Comments | Alphabet

სპეციალისტების დასკვნები ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის შესახებ

Author: GFPA on 27-03-2017, 23:45, views: 567

5
ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ ვეტერინარიის სფეროში საქართველოში მოქმედ სპეციალისტებს მიმართა და მოითხოვა განემარტათ შესაძლებელი იყო თუ არა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ სპეციალური სერვისების(ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის) მფლობელობაში მყოფი პრეპარატებით განეხორციელებიათ მათ ქირურგიული ოპერაციები და ევთანაზია, ორივე პროცედურის შემთხვევაში დაკონკრეტებულ იქნა რომ ვგულისხმობდით - ამ პროცედურების ჰუმანურად ანუ უმტკივნეულოდ განხორციელებას. დასკვნებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის განცხადება, შესაბამისად დასკვებით დადგინდა რომ ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს არ გააჩნია პროცედურების განსახორციელებელად საჭირო მედიკამენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია შესაბამისი რეაგირების მიღების მოთხოვნით მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს. ასევე დასკვების გავრცელების თხოვნის მიზნით მივმართავთ საინფორმაციო საშუალებებს და მათ შორის ტელეკომპანია იმედს, რომელმსაც სხვა ტელეკომპანიებისა და საინფორმაციო საშუალებებისაგან განსხვავებით არ გააშუქა საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის 2017 წლის 21 მარტის ბრიფინგი და ცხოველთა დაცვის ფედერაციის განცხადება, მიუხედავად იმისა რომ ტელეკომპანია იმედის გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო აღნიშნული ბრიფინგი და მოახდინა ინტერვიუს ჩაწერა.
გთავაზობთ იხილოთ მიმართვა და დასკვნები:
შეგახსენებთ, ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ 2017 წლის 21 მარტს ბრიფინგი გამართა სადაც ჟურნალისტებს გააცნო ის დოკუმენტები(შესყიდული ფარმაცევტული პრეპარატების სია) რომლითაც დასტურდება რომ ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველებს სტერილიზაციებსა და კასტრაციების ოპერაციებს ანესთეზიის, ანუ ''ნარკოზის" გარეშე უკეთებენ, ხოლო ასევე შესყიდული ერთ-ერთი მათგანი იწვევს ცხოველთა უსასტიკესი მეთოდებით განადგურებას და არა ჰუმანურ ევთანაზიას
  
 
 
 

 
 
 
 
 
 
 
ზემოაღნიშნული ბრიფინგის ტექსტი: მოგახსენებთ, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის ქვემდებარე ააიპ სპეციალური სერვისების მიერ მ/წლის 18 მარტს ოფიციალურად გაიხსნა ქალაქ ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი, გახსნის დღესთან დაკავშირებით მიწვეული იყო საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია, ფედერაციის წარმომადგენლებმა დავათვალიერეთ შესრულებული სამშენებლო სამუშაოები, ცხოველთა სამყოფელი ვოლიერები და სადგომები, თავშესაფარში მყოფი სანიტარული მდგომარეობა, ასევე დასრულებული მშენებლობა, ვოლიერები და სადგომები ჩვენს მიერ შეფასდა დადებითად. თუმცა თავშესაფრის ფუნქციონირებისა და თავშესაფარში მყოფი ცხოველების მდგომარეობის შეფასება ვინაიდან შეუძლებელია ერთჯერადი ვიზიტით დადგინდეს, ამიტომაც საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია ვალდებულია მოახდინოს სრულყოფილი დაკვირვება შეფასება, მონიტორინგი,და შედეგები პერმანენტულად წარუდგინოს საზოგადოებასა და ორგანიზაციის წევრებს, ანუ დავაკონკრეტებ თუ ყოველდღე დავაკვირდებით რომელი და რამდენი ძაღლი შევიდა თავშესაფარში და რამდენი გავიდა მაშინ ზუსტად გვეცოდინება თუ რეალურად რამდენ და რომელ ძაღლებს ჩაუტარდა ოპერაციები და რამდენს გაუკეთდა ევთანაზია, ხოლო თუ ვიზიტი არ იქნება პერმანენტული მაშინ იარსებებს საფრთხე ცხოველების მასობრივი განადგურების. შესაბამისად მოგახსენებთ დღევანდელი პრესკონფერენციის მიზანს, გვინდა გაგაცნოთ იმ დოკუმენტების სრული სია რომლებშიდაც ჩამოთვლილია ქუთაისის მერიის ააიპ სპეციალური სერვისების მფლობელობაში მყოფი ვეტერინარული და სამედიცინო ქიმიური საშუალებები/პრეპარატების სია. სიიდან დგინდება რომ მათ არ გააჩნიათ ანესთეზიის საშუალება, მათ აქვთ მხოლოდ მიორელაქსანტი და გამოიყენება როგორც პრემედიკაცია, ანუ ნარკოზამდე ცხოველის მოსამზადებლად აქვთ ქსილაზინი და ნოვოკაინი, ამის შემდგომ უნდა გაუკეთდეს ცხოველს ანესთეზია რამოდენიმე მედიკამენტის კომბინაციით რომლებიც არიან კეტამინი კალიფსოლი დიაზეპამი რელანიუმი , ანუ მათ ანესთეზიის ანუ ასე ვთქვათ იგივე ნარკოზის საშუალებები არ აქვთ და აქვთ მხოლოდ წინასანარკოზე საშუალება რომელიც მხოლოდ აჩერებს ძაღლის მოძრაობას, ეს გულისხმობს იმას რომ თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველების იმ ნაწილს რომელსაც სტერილიზაცია კასტრაციას უკეთებენ, ქირურგიული ოპერაციების დროს არიან უმოძრაო მდგომარეობაში მაგრამ მათ ამ დროს აქვთ ტკივილის გრძნობა, მათ შესყიდული აქვთ მხოლოდ ქსილაზინი და ნოვოკაინი.ეს რაც შეეხებოდა ოპერაციებს.
ხოლო რაც შეეხება ცხოველების ევთანაზიას დოკუმენტით დასტურდება ეჭვის საფუძველი, რომელიც გაგვაჩნდა იმის შესახებ რომ დაგეგმილია ცხოველთა მასობრივი ევთანაზია, თავშესაფრის ხელმძღვანელობის განცხადებით ცხოველთა თავშესაფარი გათვლილია 300 ერთეულ ძაღლზე, ხოლო მათ შესყიდული აქვთ 20 კგ ინგლისური მარილი(მაგნიუმის სულფატი),რომელიც საკმარისია დაახლოებით 800 ან 1000 ძაღლის გასანადგურებლად, ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას თუ რამდენი ძაღლი არის დაუბირკავი ანუ დასაჭერი ძაღლდამჭერების მიერ, ეს რიცხვი ქალაქის მასშტაბით შეიძლება იყოს 1000, გამოდის რომ მზად არის ქიმიური საშუალება თავშესაფარში შესული ცხოველების 80 პროცენტის განადგურებისათვის. ხოლო რაც შეეხება თავად ამ საშუალების გამოყენება რამდენად ჰუმანური არის მაშინ როდესაც საჭიროა ევთანაზია, განგიმარტავთ რომ ინგლისური მარილი ევთანაზიის მიზნით მართლაც გამოიყენება თუმცა ევთანაზიისათვის მხოლოდ ამ საშუალების გამოყენება არის არაჰუმანური, მასთან ერთად ცხოველს უნდა გაუკეთდეს ანესთეზია ისეთი საშუალებებით როგორებიც არიან ტილეტამინი ზოლაზეპამი თიოპენტონი და პროპოფოლი, ეს საშუალებები მათ არ აქვთ შესყიდული, შეგახსენებთ მათ აქვთ ამისათვის მხოლოდ წინასანარკოზე და შემდგომ პირდაპირ გასანადგურებელი ინგლისური მარილი რაც იწვევს კუნთების ბლოკირებას, ინტრავენურად მიწოდება გამოიწვევს გულისა და სუნთქვის გაჩერებას, კუნთების დამბლას, გონების დაკარგვას, ხაზს ვუსვამ ეს არ იქნება ევთანაზია ეს იქნება პირდაპირ განადგურება თუ იქნება გამოყენებული მხოლოდ ინგლისური მარილი ანესთეზიის საფეხურის გამოტოვებით. ანესთეზიის საშუალებები კი აღნიშნულ სამსახურს არ გააჩნია. რეალურად თუ თავშესაფარი აშენდა და დაიხარჯა თანხა ბიუჯეტიდან, არა ცხოველების ევთანაზიისათვის არამედ ცხოველთა პოპულაციის სწორად ჰუმანურად მართვისათვის, რაც ინტენსიურ სტერილიზაცია/კასტრაციას გულისხმობს ასევე შესაბამისი ანესთეზიით, მაშინ თავშესაფარი უნდა იყოს საჯარო და ჩვენს წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს საკუთარი უფლებამოვალეობების შესრულების ანუ თავშესაფარში ინტენსიური ყოველდღიური ვიზიტის უფლება შეუფერხებლად. 
 აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ შეუძლებელია ამ პრეპარატების სიის შემდგენი იყოს კომპეტენტური და იცოდეს თუ რა დროს რა მედიკამენტის გამოყენებაა საჭირო, მაშინ როდესაც თავად მედიკამენტების დასახელებებიც კი არ იცის სწორად.
 
 

Category: Site News, news

 
 
Theme: