Sort articles by: Date | Most Rates | Most Views | Comments | Alphabet

თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალმა უფროსმა ინგლისური მარილი დაასაწყობა

Author: GFPA on 16-03-2018, 15:17, views: 159

4
თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალი უფროსის ბატონი ვახტანგ ლომჯარიას გადაწყვეტილებით შეწყდა სააგენტოს ბალანსზე რიცხული ინგლისური მარილის გამოყენება. მოხდა დასაწყობება სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში.
შეგახსენებთ გასულ წლებში წინა ხელმძღვანელობის მიერ შესყიდულ იქნა დაახლოებით 17 000 შეფუთვა ინგლისური მარილი, რომლითაც ხორციელდებოდა ცხოველთა ე.წ. "ევთანაზია", ხოლო 2017 წლის თებერვალში კი შესყიდული იქნა 5 000 შეფუთვა ინგლისური მარილი, აღნიშნულთან დაკავშირებით 2017 წლის 4 ოქტომბერს ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე თემურ ლაჭყეპიანმა ჩაატარა პრესკონფერენცია და მოითხოვა ინგლისური მარილის ან სხვა ნებისმიერი საშუალებით ცხოველთა ლიკვიდაციის შეჩერება, ცხოველთა დაცვის ათმა ორგანიზაციამ სააგენტოს ხელმძღვანელობა არალეგიტიმურად ცნო, ქალაქ თბილისის მერმა ბატონ კახა კალაძემ 2018 წელს თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალ უფროსად ვახტანგ ლომჯარია წარადგინა. 
 
 

Category: news

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში კანონპროექტებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

Author: GFPA on 14-03-2018, 10:54, views: 164

4

წყარო:parliament ge
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. 
,,სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან როგორც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, ცხოველთა უფლებების კომიტეტის, ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრის, უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების, აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის, სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების წარმომადგენლები. 
შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციულ საკითხებზე და სამომავლო მუშაობის ფორმატი განსაზღვრეს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავას წინადადებით, სამუშაო ჯგუფს ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი უხელმძღვანელებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პარლამენტში ორი კანონპროექტია შემოსული, რომელთაც განსხვავებების მიუხედავად, ბევრი რამ საერთო აქვს. ანალოგიური კანონპროექტი ასევე ინიცირებული იყო წინა მოწვევის პარლამენტში, რომელშიც საკომიტეტო მოსმენების დროს გამოთქმული შენიშვნების უმრავლესობა აისახა, თუმცა, კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე არ განხილულა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საბაზისოდ აიღონ კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი, რომელზეც სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას.

კომიტეტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას განცხადებით, კანონის მთავარი მიზანი უნდა იყოს, კომპანიონი ცხოველების დაცვა მაქსიმალურად შესაძლებელი გახდეს. კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სამუშაო ჯგუფში კონსტრუქციული დიალოგი კანონპროექტზე მოსაზრებების მაქსიმალურად შეჯერებას შეუწყობს ხელს."


Category: ---

 

თბილისის მერმა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსად ვახტანგ ლომჯარიას კანდიდატურა წარადგინა

Author: GFPA on 5-03-2018, 11:05, views: 178

5
ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია მადლობას მოახსენებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ კახა კალაძეს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მოთხოვნათა დაკმაყოფილებისათვის, კერძოდ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის წარდგენისა და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობაზე მზადყოფნისათვის. ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციისა და ცხოველთა დაცვის სხვადასხვა ორგნაიზაციების წარმომადგენლებსა და თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს ბატონ ვახტანგ ლომჯარიას შორის დაიწყო ურთიერთთანამშრომლობა ცხოველთა პოპულაციის სწორი და აპრობირებული მეთოდებით მართვისა და ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტების დანრგვის მიზნით.
 


Category: news

 
 
Theme: