9
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული სამსახურის დირექტორის მოვალეობის შესრულებას ნიკოლოზ ქობულაძე გააგრძელებს. შეგახსენებთ, ვახტანგ ლომჯარიას თანამდებობის დატოვებას წინ უძღოდა ცხოველთა დამცველების მიმართვები აღნიშნულის მოთხოვნით და ასევე ცხოველთა დაცვის ფედერაციის წერილობითი მიმართვა ქალაქ თბილისის მერის და საკრებულოს მიმართ, ვახტანგ ლომჯარიას მმართველობის დროს ზემოაღნიშნული სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფ თავშესაფარში გამოვლენილი ცხოველისადი სასტიკი მოპყრობის ფაქტების გამო.