Sort articles by: Date | Most Rates | Most Views | Comments | Alphabet

ვახტანგ ლომჯარიამ თანამდებობა დატოვა

Author: GFPA on 17-11-2020, 16:00, views: 4

0 თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული სამსახურის დირექტორის მოვალეობის შესრულებას ნიკოლოზ ქობულაძე გააგრძელებს. შეგახსენებთ, ვახტანგ ლომჯარიას თანამდებობის დატოვებას წინ უძღოდა ცხოველთა დამცველების მიმართვები აღნიშნულის მოთხოვნით და ასევე ცხოველთა დაცვის ფედერაციის წერილობითი მიმართვა ქალაქ თბილისის მერის და საკრებულოს მიმართ, ვახტანგ ლომჯარიას მმართველობის დროს ზემოაღნიშნული სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფ თავშესაფარში გამოვლენილი ცხოველისადი სასტიკი მოპყრობის ფაქტების გამო.

Category: Site News, news

 

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამი ძაღლის ევთანაზია აეკრძალა

Author: GFPA on 22-07-2020, 14:20, views: 410

10
   2020 წლის 03 ივლისს ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ, ლალი ლაცაბიძემ და თეიმურაზ კევლიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციისათვის გადმოეცა ქ. თბილისში ბერი სალოსის ქუჩაზე იზოლირებული ის 3 (სამი) ძაღლი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს რომელთა ევთანაზია იქნა ტელევიზიით დაანონსებული აღნიშნული სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარიას მიერ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად მოთხოვნილ იქნა რომ მოსამართლეს აეკრძალა ამ სამი ძაღლის ევთანაზია ვახტანგ ლომჯარიასთვის და მისი დაქვემდებარებული დაწესებულებისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერი გუგუაშვილმა დააკამყოფილა სარჩელის უზრუნველყოს ღონისძიება და დროებითი განჩინებით აუკრძალა თბილისის მერიის ცხოველთა თავშესაფარს (სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს) ძაღლების ლიკვიდაცია. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო მოსამზადებელი სხდომა გაიმართება 2020 წლის 16 ოქტომბერს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 29-ე დარბაზში. მოსამართლე მერი გულუაშვილმა საქმეში ჩართო მესამე მხარე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ მოსამართლეს მიმართა საქმეში ექსპერტის სტატუსით ააიპ წვრილი ცხოველების ვეტერინართა საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტის მარიამ ჩხიკვიშვილის ჩართვის შუამდგომლობით. მოსარჩელეთა ინტერესებს სასამართლოში დაიცავენ მოსარჩელეთა წარმომადგენლები თემურ ლაჭყეპიანი და ია სირანაშვილი.

Category: Site News, news

 

ცხოველთა დაცვის ფედერაციამ ვახტანგ ლომჯარიას თანამდებობიდან განთავისუფლების მოთხოვნა დააყენა

Author: GFPA on 17-06-2020, 17:05, views: 364

0 ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს კახა კალაძეს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილით მიმართა რომლითაც მოითხოვა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ვახტანგ ლომჯარიას თანამდებობიდან განთავისუფლება, ვინაიდან იგი ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, რაც იწვევს ცხოველთა და ადამიანთა უფლებების დარღვევას. იხილეთ წერილი:




Category: Site News, news

 

საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა მოუგო

Author: GFPA on 17-05-2020, 17:50, views: 439

0
   ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის სარჩელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, სასამართლო დავა შეეხებოდა იმ ფაქტს რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ არ მოაწოდა საჯარო ინფორმაციები საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციას, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის მიერ 2019 წლის 21 ოქტომბერს წერილობით იქნა გამოთხოვილი სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია, მათ შორის იმის შესახებ თუ რა მანიპულაციები ჩაუტარდათ ბორჯომში 2019 წელს იზოლირებულ მიუსაფარ ძაღლებს, რომელთა იზოლირებაც მოახდინა შპს იმერეთი ჯგუფმა, ასევე ფინანსური ბრუნვის ამსახველი დოკუმენტაცია და სხვადასხვა სახის ინფორმაციები. გამომდინარე იქედან რომ ვერ მივიღეთ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია - მიემართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. 2020 წლის 20 მარტს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის სარჩელი სრულად და დაავალა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას მოგვაწოდოს ის ინფორმაცია რაც გამოვითხოვეთ.








Category: Site News, news

 

კორონავირუსის გამო ცხოველთა კონტროლის ეროვნული საბჭოს მესამე კონფერენცია გადაიდო

Author: GFPA on 4-04-2020, 06:24, views: 680

0

4 აპრილი მიუსაფარ ცხოველთა დღეა, იგი უკვე მრავალი წელია რაც აღინიშნება საქართველოში. ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ორგანიზებით 2020 წლის 4 აპრილს ცხოველთა კონტროლის ეროვნული საბჭოს მესამე კონფერენცია უნდა ჩატარებულიყო, რომელშიდაც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებათა 100-მდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით აღნიშნული კონფერენცია გადაიდო. კონფერენციის ჩატარების თარიღის შესახებ დამატებით ეცნობებათ კონფერენციის მონაწილეებს.

04.04.2020 Stray Animals Day

ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია გილოცავთ მიუსაფარ ცხოველთა დღეს და მოუწოდებს საზოგადოებას მიუსაფარი ცხოველების დაცვისკენ, მიუსაფარ ცხოველებს მზრუნველყოფა დღეს განსაკუთრებით ჭირდებათ, დღეს როდესაც საქართველოში და სხვა მრავალ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო ქუჩები ადამიანებისგან დაცარიელდა და ცხოველებზე მზრუნველობა კიდევ უფრო გართულდა.

www.strayanimalsday.org

Category: Site News, news

 

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა პარლამენტის წევრებს ინიცირებული კანონპროექტის გამოთხოვის და რეკომენდაციათა გათვალისწინების მოთხოვნით მიმართეს

Author: GFPA on 28-02-2020, 13:04, views: 1277

3
   საქართველოს პარლამენტში ინიცირებული შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობის შესახებ კანონპროექტის გამოთხოვის და რეკომენდაციათა გათვალისწინების მოთხოვნით კანონპროექტის ავტორმა ცხოველთა დაცვის ცხოველთა დაცვის ათმა ორგანიზაციამ 2020 წლის 28 თებერვალს მიმართეს ინიციატორად დასახელებულ საქართველოს პარლამენტის ათ წევრს, გამომდინარე იქედან რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის ზაზა ხუციშვილის მიერ არ ხდებოდა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, კანონპროექტიდან მოხდა სიტყვა ,,კეთილდღეობის" ამოღება, კანონპროექტში არ იქნა გათვალისწინებული ცხოველების კონფისკაციის(ჩამორთმევის) მექანიზმები, კანონპროექტში სხვადასხვა ჩანაწერების ფორმირების შემდგომ შესაძლებელი ხდებოდა ინტერპრეტირება ცხოველების ევთანაზიის საკითხებზე, რაც გამოიწვევდა ცხოველების მასობრივ ევთანაზიას. არამარტო სათაურიდან მოხდა სიტყვა კეთილდღეობის ამოღება, აგრეთვე მთლიანად შინაარსმა მიიღო ცხოველთა კეთილდღეობის საწინააღმდეგო ფორმა.
აღნიშნული მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
28 თებერვალი, 2020 წელი

1) საქართველოს პარლამენტის წევრს კახაბერ კუჭავას

2) საქართველოს პარლამენტის წევრს ზაზა ხუციშვილს

3) საქართველოს პარლამენტის წევრს ოთარ დანელიას,

4) საქართველოს პარლამენტის წევრს ენძელა მაჭავარიანს

5) საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი გაჩეჩილაძეს

6) საქართველოს პარლამენტის წევრს კობა ლურსმანაშვილს

7) საქართველოს პარლამენტის წევრს სულხან მახათაძეს,

8) საქართველოს პარლამენტის წევრს გოგი მეშველიანს

9) საქართველოს პარლამენტის წევრს ლევან კობერიძეს

10) საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი ხატიძეს

11) საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანს

 

 

   საქართველოს პარლამენტის წევრებმა კახაბერ კუჭავამ, ზაზა ხუციშვილმა, ოთარ დანელიამ, ენძელა მაჭავარიანმა, გიორგი გაჩეჩილაძემ, კობა ლურსმანაშვილმა, სულხან მახათაძემ, გოგი მეშველიანმა, ლევან კობერიძემ, გიორგი ხატიძემ მოახდინეთ 2019 წლის 07 მაისს კანონპროექტთა პაკეტი ნომერი: 07-3/337/9 -ის ინიცირება, საკანონმდებლო კანონპროექტთა პაკეტის ავტორებად საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე ოფიციალურად მითითებულნი არიან ჩვენი ორგანიზაციები, გვინდა ავღნიშნოთ რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შექმნილ შესაბამის სამუშაო ჯგუფში არ იქნა მოწვეული ავტორებად დასახელებული ყველა ორგანიზაციის წარმომადგენელი, ასევე კანონპროექტის სამუშაო ვერსიის კორექტირება სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს შორის ხდებოდა უცნობი პირების მიერ და ირღვეოდა ის შეთანხმებები რაც ხდებოდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე, გარკვეული ცვლილებების და შეჯერებული ვარიანტების შემდგომ არ ხდებოდა შეტანა კანონპროექტში, სანაცვლოდ კი ხდებოდა სულ სხვა ჩანაწერების გაჩენა სამუშაო ჯგუფის შეხვედრასა და შეხვედრას შორის, შესაბამისად არსებული ვარიანტი ვერ ითვალისწინებს ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებს და მათი დაცვის ეფექტურ მექანიზმებს, მეტიც - ძირეულად ეწინააღმდეგება ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებს. ამ პერიოდში ვერ მოხერხდა რომ კანონპროექტში გათვალისწინებულიყო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რისი ვალდებულებაც გააჩნია სახელმწიფოს, არ მომხდარა იმ შენიშვნების განხილვა და გათვალისწინება, რომლებიც ოფიციალური ფორმით შეიტანეს პარლამენტში სპეციალისტებმა, ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კანონპროექტის პირველი საკომიტეტო განხილვის სხდომის ოქმში(სხდომის ოქმი #91) არის უზუსტობები და ჩაწერილია სხვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ ვინ რა აღნიშნა, სხდომაზე მყოფმა პირებმა აღნიშნეს სხვა რამ და სხდომის ოქმში წერია განსხვავებული გარემოებები, დაინტერესების შემთხვევაში აღნიშნულის დამტკიცება შესაძლებელია სხდომის ვიდეო ჩანაწერით, რომელიც გვაქვს შენახული. შესაბამისად საჭირო არის რომ კანონპროექტის დამუშავების პროცესში მოწვეულნი იყვნენ სპეციალისტები, კინოლოგები, ფელინოლოგები, ზოოლოგები. გამომდინარე იქედან რომ კანონპროექტი საჭიროებს ძირეულ დამუშავებას, ავტორები აუცილებლად მივიჩნევთ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს სათანადო მოტივაციას, იმისათვის რომ თქვენს მიერ უნდა მოხდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კანონპროექტის გამოთხოვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე, შესაბამისად გთხოვთ მოახდინოთ კანონპროექტის გამოთხოვა. ხოლო ამის შემდგომ უნდა მოხდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სამუშაო პროცესების წარმართვა ახალი კანონპროექტის ინიცირებისათვის,რადგანაც შედგენილ იქნეს ახალი ვარიანტი რომელიც შესაბამისობაში იქნება ცხოველთა კეთილდღეობის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან და 2018 წლის 28 ივნისის საქართველოს მთავრობის დადგენილება N345-თან(ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ). 

 

თემურ ლაჭყეპიანი

თავმჯდომარე

ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია


ირმა მთიულიშვილი

თავმჯდომარე

ააიპ ცხოველთა დახმარების, უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაცია

 

გულნარა ფუტკარაძე-სეჩენიანი

თავმჯდომარე

ააიპ ცხოველთა სამყარო

 

თამაზ ელიზბარაშვილი

დირექტორი

ააიპ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაცია

 

ვახტანგ მამალაძე

თავმჯდომარე

ააიპ სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება

 

ქეთევან ინასარიძე

გამგეობის თავმჯდომარე

ააიპ ბუნებისა და ცხოველთა გადარჩენის ასოციაცია ნარა

 

ირინა ლიკლიკაძე

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

ააიპ ცხოველთა მეგობრები

 

ვახტანგ უშვერიძე

თავმჯდომარე

ააიპ ვეგან ჯორჯია

 

თემურ ლაჭყეპიანი

წარმომადგენელი

ა/კ თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფი

 

მარიამ ჩხიკვიშვილი

თავმჯდომარე

ააიპ უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება

Category: Site News, news

 
წინა შემდეგი