Sort articles by: Date | Most Rates | Most Views | Comments | Alphabet

საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ორგანიზებით ცხოველთა კონტროლის ეროვნული საბჭოს მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Author: GFPA on 4-04-2018, 18:52, views: 252

0    2018 წლის 4 აპრილს World Stray Animals Day - April 4 სასტუმრო დიდუბე პლაზას საკონფერენციო დარბაზში ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ორგანიზებით ცხოველთა კონტროლის ეროვნული საბჭოს მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 90-მდე დელეგატმა - საქართველოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციების, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს, ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და საქართველოში არსებული ცხოველთა ყველა მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორმა, საბჭოს მიზანია ქვეყნის მასშტაბით ცხოველთა პოპულაციის მართვის ეფექტური და ჰუმანური მექანიზმების დანერგვა.
   აღსანიშნავია, რომ ცხოველთა დაცვითი ამ მასშტაბის ღონისძიება საქართველოში დღემდე არ ჩატარებულა. საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე დაიგეგმა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა, კონფერენციის ფარგლებში განიხილებოდა ცხოველთა რიცხოვნობის რეგულირების საკანონმდებლო მექანიზმები, არსებული და საერთაშორისო პრაქტიკა, პრობლემათა გადაჭრის გზები, საზოგადოებრივი ცნობიერების მაქსიმალურად ამაღლების მექანიზმები, ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესები, აღსრულების მექანიზმები და ა.შ.

Category: news

 

თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალმა უფროსმა ინგლისური მარილი დაასაწყობა

Author: GFPA on 16-03-2018, 15:17, views: 158

4
თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალი უფროსის ბატონი ვახტანგ ლომჯარიას გადაწყვეტილებით შეწყდა სააგენტოს ბალანსზე რიცხული ინგლისური მარილის გამოყენება. მოხდა დასაწყობება სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში.
შეგახსენებთ გასულ წლებში წინა ხელმძღვანელობის მიერ შესყიდულ იქნა დაახლოებით 17 000 შეფუთვა ინგლისური მარილი, რომლითაც ხორციელდებოდა ცხოველთა ე.წ. "ევთანაზია", ხოლო 2017 წლის თებერვალში კი შესყიდული იქნა 5 000 შეფუთვა ინგლისური მარილი, აღნიშნულთან დაკავშირებით 2017 წლის 4 ოქტომბერს ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე თემურ ლაჭყეპიანმა ჩაატარა პრესკონფერენცია და მოითხოვა ინგლისური მარილის ან სხვა ნებისმიერი საშუალებით ცხოველთა ლიკვიდაციის შეჩერება, ცხოველთა დაცვის ათმა ორგანიზაციამ სააგენტოს ხელმძღვანელობა არალეგიტიმურად ცნო, ქალაქ თბილისის მერმა ბატონ კახა კალაძემ 2018 წელს თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალ უფროსად ვახტანგ ლომჯარია წარადგინა. 
 
 

Category: news

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში კანონპროექტებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

Author: GFPA on 14-03-2018, 10:54, views: 164

4

წყარო:parliament ge
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. 
,,სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან როგორც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, ცხოველთა უფლებების კომიტეტის, ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრის, უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების, აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის, სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების წარმომადგენლები. 
შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციულ საკითხებზე და სამომავლო მუშაობის ფორმატი განსაზღვრეს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავას წინადადებით, სამუშაო ჯგუფს ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი უხელმძღვანელებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პარლამენტში ორი კანონპროექტია შემოსული, რომელთაც განსხვავებების მიუხედავად, ბევრი რამ საერთო აქვს. ანალოგიური კანონპროექტი ასევე ინიცირებული იყო წინა მოწვევის პარლამენტში, რომელშიც საკომიტეტო მოსმენების დროს გამოთქმული შენიშვნების უმრავლესობა აისახა, თუმცა, კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე არ განხილულა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საბაზისოდ აიღონ კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი, რომელზეც სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას.

კომიტეტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას განცხადებით, კანონის მთავარი მიზანი უნდა იყოს, კომპანიონი ცხოველების დაცვა მაქსიმალურად შესაძლებელი გახდეს. კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სამუშაო ჯგუფში კონსტრუქციული დიალოგი კანონპროექტზე მოსაზრებების მაქსიმალურად შეჯერებას შეუწყობს ხელს."


Category: ---

 

თბილისის მერმა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსად ვახტანგ ლომჯარიას კანდიდატურა წარადგინა

Author: GFPA on 5-03-2018, 11:05, views: 177

5
ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია მადლობას მოახსენებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ კახა კალაძეს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მოთხოვნათა დაკმაყოფილებისათვის, კერძოდ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის წარდგენისა და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობაზე მზადყოფნისათვის. ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციისა და ცხოველთა დაცვის სხვადასხვა ორგნაიზაციების წარმომადგენლებსა და თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს ბატონ ვახტანგ ლომჯარიას შორის დაიწყო ურთიერთთანამშრომლობა ცხოველთა პოპულაციის სწორი და აპრობირებული მეთოდებით მართვისა და ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტების დანრგვის მიზნით.
 


Category: news

 

ცხოველთა დაცვის ათმა ორგანიზაციამ თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობა ქმედუუნაროდ და თანამდებობისათვის არალეგიტიმურად ცნო

Author: GFPA on 17-10-2017, 14:49, views: 861

7
ცხოველთა დაცვის ათმა ორგანიზაციამ თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობა ქმედუუნაროდ და თანამდებობისათვის არალეგიტიმურად ცნო, ცხოველთა დაცვის 10 ორგანიზაციის ხელმძღვანელი და 53 ცხოველთა მიმკედლებელი, შემფარებელი და დამცველი მოქალაქე აღნიშნული სააგენტოს ოფისთან მ/წლის 16 ოქტომბერს შეიკრიბა და ხელი მოაწერეს მიმართვას რომლითაც მოითხოვეს თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისაგან აღნიშნული სააგენტოს მოქმედი ხელმძღვანელობის უმოკლეს ვადაში შეცვლა და ახალი ხელმძღვანელობის ერთობლივად არჩევა, ასევე არჩევის წესში ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც ქალაქ თბილისის მთავრობა ვალდებული გახდება სააგენტოს დირექტორი აირჩიოს და გაანთავისუფლოს თანამდებობიდან ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან შეთანხმებით.

1)ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

2)ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას

3)2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის რეგისტრირებულ პარტიებს/ბლოკებს/საინიციატივო ჯგუფს

 

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებული ცხოველთა დაცვის საქმიანობის ფორმებისა და მიზნების მქონე არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების მიმართვა/რეკომენდაცია:

ჩვენს ორგანიზაციებში დღემდე მრავალი შეტყობინება შემოსულა მოქალაქეთა მხრიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მხრიდან იზოლირებული ცხოველების(კატებისა და ძაღლების) იზოლირების შემდგომ მათი გაუჩინარების შესახებ, მათ შორის ჯანმრთელი, მიკედლებული და იდენტიფიცირებული. მოქალაქეები განცხადებებში ხაზგასმით აღნიშნავენ იმ გარემოებას რომ გაუჩინარებული ცხოველები იზოლირების შემდგომ თავშესაფრიდან ქრებოდნენ საეჭვო გარემოებებში, ხოლო მიზეზად აღნიშნული სააგენტოს სხვადასხვა თანამშრომლები ასახელებდნენ სხვადასხვა/ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს. ქალაქ თბილისის მერიის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობამდე ზოოლოგები (მაგალითად: იასონ ბადრიძე) ვარაუდობდნენ რომ ქალაქის ტერიტორიაზე იმყოფებოდა დაახლოებით 25 000 ერთეული უსახლკარო ძაღლი, უმეტესი მათგანის ლიკვიდაცია 17 000 ერთეული შესყიდული ე.წ. ინგლისური მარილის მეშვეობით მოახდინა აღნიშნულმა ,,თავშესაფარმა"(რომელიც პირველ ჯერზე შედიოდა სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შემადგენლობაში, ხოლო შემდგომ კი - სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო), ლიკვიდირებული ცხოველების ამსახველი ერთ-ერთი ვიდეო მასალა გასაჯაროვდა მ/წლის 4 ოქტომბერს, 10:30 საათზე, კვირას პრესკლუბში. აღნიშნულ მომსახურებაში ბიუჯეტიდან გახარჯულია 20 მილიონ ლარზე მეტი, მივიჩნევთ რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ფინანსების უშედეგო ხარჯვას, ცხოველებისა და მათი მიმკედლებლების უფლებების დარღვევას, ვინაიდან სააგენტოს ფუნქციონირებაში არ არის გათვალისწინებული ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების თითქმის არცერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია OIE-ს რეკომენდაციების მხედველობაში მიღება, ხოლო დასახელებული რეკომენდაციები ითვალისწინებენ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების უშუალო ჩართულობას და გადაწყვეტილებების მიღების უფლებას უსახლკარო ცხოველთა პოპულაციის მართვის პროგრამებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაუდებელ აუცილებლობად მივიჩნევთ უმოკლეს ვადაში შეუჩერდეს უფლებამოსილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორს თეიმურაზ ფხალაძეს, დირექტორის მოადგილეებს ლერი ქვარაიას და ალექსანდრე კოდუას და ამავდროულად მიღებულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო’’-ს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ-ში ცვლილების შეტანის თაობზე, რომლის მიხედვითაც სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების გადაწყვეტილებების მიღება ქალაქ თბილისის მთავრობამ უნდა მოახდინოს როგორც ქალაქ თბილისის საკრებულოს თანხმობით ასევე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში 2017 წლის 4 ოქტომბრამდე რეგისტრირებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების უმრავლესობის თანხმობით(აკრედიტაციის გავლის ორგანო: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო) რომელთა წესდების მიხედვით საქმიანობის ფორმებსა და მიზნებში უკანასკნელი 1 (ერთი) წლის განმავლობაში განსაზღვრული არის ცხოველთა დაცვა. აგრეთვე აღნიშნულ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის წარდგენა ქალაქ თბილისის მთავრობას უნდა შეეძლოს მხოლოდ 2017 წლის 4 ოქტომბრამდე რეგისტრირებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების უმრავლესობის თანხმობით რომელთა წესდების მიხედვით საქმიანობის ფორმებსა და მიზნებში უკანასკნელი 1 (ერთი)წლის განმავლობაში განსაზღვრული არის ცხოველთა დაცვა. ამავდროულად დასახელებულ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან შეთანხმებით და ასევე მათი ინიციატივით წამოყენებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა იქნეს გატარებული, იმ საკითხებთან მიმართებაში რაც გავლენას ახდენს ქალაქ თბილისში არსებულ ცხოველებზე. შესაბამისად უნდა იქნეს შეტანილი ცვლილებები ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის მეოთხე მუხლის პირველ ნაწილში და ასევე სხვა მუხლებში, რაც გათვალისწინებული იქნება გადაწყვეტილების პროექტით.

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

 

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებული ცხოველთა დაცვის საქმიანობის ფორმებისა და მიზნების მქონე არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების მიმართვა/რეკომენდაცია:

ჩვენს ორგანიზაციებში დღემდე მრავალი შეტყობინება შემოსულა მოქალაქეთა მხრიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მხრიდან იზოლირებული ცხოველების(კატებისა და ძაღლების) იზოლირების შემდგომ მათი გაუჩინარების შესახებ, მათ შორის ჯანმრთელი, მიკედლებული და იდენტიფიცირებული. მოქალაქეები განცხადებებში ხაზგასმით აღნიშნავენ იმ გარემოებას რომ გაუჩინარებული ცხოველები იზოლირების შემდგომ თავშესაფრიდან ქრებოდნენ საეჭვო გარემოებებში, ხოლო მიზეზად აღნიშნული სააგენტოს სხვადასხვა თანამშრომლები ასახელებდნენ სხვადასხვა/ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს. ქალაქ თბილისის მერიის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობამდე ზოოლოგები (მაგალითად: იასონ ბადრიძე) ვარაუდობდნენ რომ ქალაქის ტერიტორიაძე იმყოფებოდა დაახლოებით 25 000 ერთეული უსახლკარო ძაღლი, უმეტესი მათგანის ლიკვიდაცია 17 000 ერთეული შესყიდული ე.წ. ინგლისური მარილის მეშვეობით მოახდინა აღნიშნულმა ,,თავშესაფარმა"(რომელიც პირველ ჯერზე შედიოდა სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შემადგენლობაში, ხოლო შემდგომ კი - სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო), ლიკვიდირებული ცხოველების ამსახველი ერთ-ერთი ვიდეო მასალა გასაჯაროვდა მ/წლის 4 ოქტომბერს, 10:30 საათზე, კვირას პრესკლუბში. აღნიშნულ მომსახურებაში ბიუჯეტიდან გახარჯულია 20 მილიონ ლარზე მეტი, მივიჩნევთ რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ფინანსების უშედეგო ხარჯვას, ცხოველებისა და მათი მიმკედლებლების უფლებების დარღვევას, ვინაიდან სააგენტოს ფუნქციონირებაში არ არის გათვალისწინებული ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების თითქმის არცერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია OIE-ს რეკომენდაციების მხედველობაში მიღება, ხოლო დასახელებული რეკომენდაციები ითვალისწინებენ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების უშუალო ჩართულობას და გადაწყვეტილებების მიღების უფლებას უსახლკარო ცხოველთა პოპულაციის მართვის პროგრამებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაუდებელ აუცილებლობად მივიჩნევთ უმოკლეს ვადაში დაიწყოს მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით და მიღებულ იქნეს სამართლებრივი რეაგირება.


თემურ ლაჭყეპიანი - ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია, ირინა ლიკლიკაძე - ააიპ ცხოველთა მეგობრები, ქეთევან ინასარიძე - ააიპ ბუნებისა და ცხოველთა გადარჩენის ასოციაცია ნარა, თამარ აქუბარდია - ააიპ ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრი, გულნარა ფუტკარაძე-სეჩენიანი - ააიპ ცხოველთა სამყარო, შინდიკო რიჟამაძე - ააიპ უტყუარ მეგობარი, ვახტანგ უშვერიძე - ააიპ ვეგან ჯორჯია, ვახტანგ მამალაძე - ააიპ სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება, ირმა მთიულიშვილი -ააიპ ცხოველთა დახმარების, უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაცია, ნინო რთველიაშვილი -ააიპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი.

 

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია ასევე შეწყვეტილად ცნეს, ხელი მოაწერეს და შეუერთდნენ მიმართვას ცხოველთა მიმკედლებელი, შემფარებელი და დამცველი მოქალაქეები: ანა პილტოიანი, ნინო გოქაძე, მარი ბასელაური, მარიამ კიკნაძე. გიორგი ჩხიროძე, ლანა ლემონჯავა, ნატო მუმლაძე, ლულუ კალანდაძე, მარინა ტიკარაძე, ერმალო ურუშაძე, გიორგი ზუბიაშვილი, გიორგი გასიშვილი, ნატალია ბერაძე, ნიკა თოდუა, ადელინა ბაქრაძე, ანა მანდარია, ნიკოლოზი ალინოჩენკო, ელეონორა კარაპეტიანი, მარიამ ელერდაშვილი, ინა მილენსკაია, ნინა ბელოუს, მარინა ჭელიძე, ედიტა კალანდაძე, ირინა ფრანგიშვილი, ანა მეგრელაძე, მანანა ფეიქრიშვილი, ნანა ჯიქია, გაგა ტარყაშვილი, ლია თავართქილაძე, რუსუდან თავართქილაძე, თამარ კმარიანი, ანა სირუნიანი, იზოლდა ჩილინგარიანი, ნინო დოგუზოვა, ნატო სლეპაკოვა, ფიქრია ნაროუშვილი, თეა ბეგოიძე, ლუკა თოდუა, სალომე აზნაურაშვილი, შორენა მოსემღვდლიშვილი, მარიამ ციხელაშვილი, გიორგი ბალანაძე, ლევან გულიკაშვილი, ნინო რთველიაშვილი, ბელა მაღრაძე, მარიამ ღადუა, ნანა დობორჯგინიძე, იამზე შუკაკიძე, ირინე კიკნაძე, სოფიო მაჭავარიანი, ეკა ხუნწარია, ლუკა დგებუაძე. 



Category: news

 

ოზურგეთში ცხოველთა თავშესაფარი გაიხსნა

Author: GFPA on 23-09-2017, 14:40, views: 333

5

  საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, ოზურგეთში ცხოველთა თავშესაფარი მოეწყო, სადაც გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს იზოლირებული ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაციით, ვაქცინაციითა და იდენტიფიკაციით მოემსახურებიან. თავშესაფრის ყოველდღიურ მონიტორინგს ანხორციელებს საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური. თავშესაფრის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლები.

 

ფოტოები: გაზეთი ალიონი
 
 
 
 
 
 
 

 

Category: news

 

ქუთაისიდან დაბირკული ძაღლები გაყავთ, ცხოველთა დამცველებს თავშესაფარში შესვლას უკრძალავენ!

Author: GFPA on 1-05-2017, 23:02, views: 396

3

ქუთაისიდან დაბირკული ძაღლები გაყავთ, ცხოველთა დამცველებს თავშესაფარში შესვლას უკრძალავენ!

ქალაქ ქუთაისის მერის შოთა მურღულიას დავალებით ქუთაისში დაბირკული ძაღლების დაჭერა და სხვა რაიონების ტერიტორიაზე ბოლო ერთი კვირის მანძილზე სისტემატურად ხორციელდებაქუთაისის მერიის ნაგვის გატანისა და ცხოველთა იზოლირების სამსახურის ააიპ სპეციალური სერვისების მიერ, აღნიშნული ქმედება სტანდარტებისა და კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში (ქუთაისიდან 40 კმ. მანძილის დაშორებით) ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუთაისიდან გაყვანილი ძაღლები ერთი კვირის შემდგომ აღმოაჩინა. ქუთაისთან მისასვლელ მაგისტრალებზე მომრავლდა ავტომობილების მიერ ავტოავარიის შედეგად მკვდარი ძაღლები, მათ შორის დიდი ნაწილი რაოდენობა ძაღლებისა არიან სწორედ ის ძაღლები რომელთა ხელოვნული მიგრაცია მოახდინა ზემოაღნიშნულმა სამსახურმა.

ხელოვნურად სხვადასხვა რაიონსა და სოფელში ქუთაისიდან მიგრირებულ ძაღლებს შორის არიან ის იდენტიფიცირებული ძაღლები რომლებიც ქუთაისში იყვნენ მიკედლებული, მიმკედლებლებს მიზეზად განუმარტავენ „ქუთაისობა -2 მაისი"-ს ღონისძიებებს და ასევე ქუთაისის მერიის თანამდებობის პირების პირად სიტყვიერ დავალებებს.

მას შემდეგ რაც საინფორმაციო საშუალებების მიერ გაშუქდა რომ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციას ხელი ეშლებოდა თავშესაფრის მონიტორინგის განხორციელებაში და საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის მიერ გასაჯაროვდა ის ფაქტი რომ ააიპ სპეციალური სერვისები ცხოველთა ოპერაციებს ანხორციელებდა ანესთეზიისათვის(ე.წ. ნარკოზისათვის) საჭირო საშუალებების გარეშე, არ იყო რეგისტრირებული შესაბამის ბაზაში და შესაბამისად არ ფლობდა საჭირო სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს, ცხოველთა დამცველები თავშესაფარში მონიტორინგის მიზნით მხოლოდ ორჯერ დაუშვეს, ისიც წესების დარღვევით. ხოლო თავშესაფარში შესვლისას ცხოველთა დამცველების მიერ დაფიქსირდა დარღვევები - ვოლიერებში დიდი რაოდენობის ცხოველები, რამოდენიმე დაუნომრავი ვოლიერის არსებობა, არასათანადოდ დეზინფიცირებული ვოლიერები და ა.შ. ხოლო იმ ცხოველების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია რომლებიც მეორე ვიზიტზე უკვე აღარ იმყოფებოდნენ თავშესაფრის ადმინისტრაციამ არ განუმარტა საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლებს, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლებს თავშესაფრის ადმინისტრაციის მიერ ასევე უკანონოდ აეკრძალა თავშესაფრის ვეტერინარებთან საუბარი და ვეტერინარული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება. ამის შემდგომ კი ქუთაისის მერიის ნაგვის გატანისა და ცხოველების იზოლირების სამსახურის, თავშესაფრის ადმინისტრაცია ააიპ სპეციალური სერვისების ხელმძღვანელობამ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციას თავშესაფრის შესვლაზე უარი განუცხადა. აქვე ვაფიქსირებთ რომ ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციას და ასევე ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს თავიანთი წესდებების საფუძველზე გააჩნია უფლებამოსილება განახორციელოს ცხოველთა თავშესაფრების მონიტორინგი სრულყოფილად, ხოლო აღნიშნულ წესდებებში არსებული მუხლების ნომრები(თავად წესდებები განთავსებულია საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე) 2016 წლის 12 მაისის წერილი N020-ბ16_ით გადაეგზავნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ ,,სპეციალური სერვისები’’-ს დირექტორს გელა გაგუას, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს შოთა მურღულიას, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს, ქუთაისის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს გუბაზ სანიკიძეს.

 

 


Category: Site News, news

 

სპეციალისტების დასკვნები ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის შესახებ

Author: GFPA on 27-03-2017, 23:45, views: 567

5
ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ ვეტერინარიის სფეროში საქართველოში მოქმედ სპეციალისტებს მიმართა და მოითხოვა განემარტათ შესაძლებელი იყო თუ არა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ სპეციალური სერვისების(ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის) მფლობელობაში მყოფი პრეპარატებით განეხორციელებიათ მათ ქირურგიული ოპერაციები და ევთანაზია, ორივე პროცედურის შემთხვევაში დაკონკრეტებულ იქნა რომ ვგულისხმობდით - ამ პროცედურების ჰუმანურად ანუ უმტკივნეულოდ განხორციელებას. დასკვნებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის განცხადება, შესაბამისად დასკვებით დადგინდა რომ ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს არ გააჩნია პროცედურების განსახორციელებელად საჭირო მედიკამენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია შესაბამისი რეაგირების მიღების მოთხოვნით მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს. ასევე დასკვების გავრცელების თხოვნის მიზნით მივმართავთ საინფორმაციო საშუალებებს და მათ შორის ტელეკომპანია იმედს, რომელმსაც სხვა ტელეკომპანიებისა და საინფორმაციო საშუალებებისაგან განსხვავებით არ გააშუქა საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის 2017 წლის 21 მარტის ბრიფინგი და ცხოველთა დაცვის ფედერაციის განცხადება, მიუხედავად იმისა რომ ტელეკომპანია იმედის გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო აღნიშნული ბრიფინგი და მოახდინა ინტერვიუს ჩაწერა.
გთავაზობთ იხილოთ მიმართვა და დასკვნები:
შეგახსენებთ, ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ 2017 წლის 21 მარტს ბრიფინგი გამართა სადაც ჟურნალისტებს გააცნო ის დოკუმენტები(შესყიდული ფარმაცევტული პრეპარატების სია) რომლითაც დასტურდება რომ ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველებს სტერილიზაციებსა და კასტრაციების ოპერაციებს ანესთეზიის, ანუ ''ნარკოზის" გარეშე უკეთებენ, ხოლო ასევე შესყიდული ერთ-ერთი მათგანი იწვევს ცხოველთა უსასტიკესი მეთოდებით განადგურებას და არა ჰუმანურ ევთანაზიას
  
 
 
 

 
 
 
 
 
 
 
ზემოაღნიშნული ბრიფინგის ტექსტი: მოგახსენებთ, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის ქვემდებარე ააიპ სპეციალური სერვისების მიერ მ/წლის 18 მარტს ოფიციალურად გაიხსნა ქალაქ ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი, გახსნის დღესთან დაკავშირებით მიწვეული იყო საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია, ფედერაციის წარმომადგენლებმა დავათვალიერეთ შესრულებული სამშენებლო სამუშაოები, ცხოველთა სამყოფელი ვოლიერები და სადგომები, თავშესაფარში მყოფი სანიტარული მდგომარეობა, ასევე დასრულებული მშენებლობა, ვოლიერები და სადგომები ჩვენს მიერ შეფასდა დადებითად. თუმცა თავშესაფრის ფუნქციონირებისა და თავშესაფარში მყოფი ცხოველების მდგომარეობის შეფასება ვინაიდან შეუძლებელია ერთჯერადი ვიზიტით დადგინდეს, ამიტომაც საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია ვალდებულია მოახდინოს სრულყოფილი დაკვირვება შეფასება, მონიტორინგი,და შედეგები პერმანენტულად წარუდგინოს საზოგადოებასა და ორგანიზაციის წევრებს, ანუ დავაკონკრეტებ თუ ყოველდღე დავაკვირდებით რომელი და რამდენი ძაღლი შევიდა თავშესაფარში და რამდენი გავიდა მაშინ ზუსტად გვეცოდინება თუ რეალურად რამდენ და რომელ ძაღლებს ჩაუტარდა ოპერაციები და რამდენს გაუკეთდა ევთანაზია, ხოლო თუ ვიზიტი არ იქნება პერმანენტული მაშინ იარსებებს საფრთხე ცხოველების მასობრივი განადგურების. შესაბამისად მოგახსენებთ დღევანდელი პრესკონფერენციის მიზანს, გვინდა გაგაცნოთ იმ დოკუმენტების სრული სია რომლებშიდაც ჩამოთვლილია ქუთაისის მერიის ააიპ სპეციალური სერვისების მფლობელობაში მყოფი ვეტერინარული და სამედიცინო ქიმიური საშუალებები/პრეპარატების სია. სიიდან დგინდება რომ მათ არ გააჩნიათ ანესთეზიის საშუალება, მათ აქვთ მხოლოდ მიორელაქსანტი და გამოიყენება როგორც პრემედიკაცია, ანუ ნარკოზამდე ცხოველის მოსამზადებლად აქვთ ქსილაზინი და ნოვოკაინი, ამის შემდგომ უნდა გაუკეთდეს ცხოველს ანესთეზია რამოდენიმე მედიკამენტის კომბინაციით რომლებიც არიან კეტამინი კალიფსოლი დიაზეპამი რელანიუმი , ანუ მათ ანესთეზიის ანუ ასე ვთქვათ იგივე ნარკოზის საშუალებები არ აქვთ და აქვთ მხოლოდ წინასანარკოზე საშუალება რომელიც მხოლოდ აჩერებს ძაღლის მოძრაობას, ეს გულისხმობს იმას რომ თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველების იმ ნაწილს რომელსაც სტერილიზაცია კასტრაციას უკეთებენ, ქირურგიული ოპერაციების დროს არიან უმოძრაო მდგომარეობაში მაგრამ მათ ამ დროს აქვთ ტკივილის გრძნობა, მათ შესყიდული აქვთ მხოლოდ ქსილაზინი და ნოვოკაინი.ეს რაც შეეხებოდა ოპერაციებს.
ხოლო რაც შეეხება ცხოველების ევთანაზიას დოკუმენტით დასტურდება ეჭვის საფუძველი, რომელიც გაგვაჩნდა იმის შესახებ რომ დაგეგმილია ცხოველთა მასობრივი ევთანაზია, თავშესაფრის ხელმძღვანელობის განცხადებით ცხოველთა თავშესაფარი გათვლილია 300 ერთეულ ძაღლზე, ხოლო მათ შესყიდული აქვთ 20 კგ ინგლისური მარილი(მაგნიუმის სულფატი),რომელიც საკმარისია დაახლოებით 800 ან 1000 ძაღლის გასანადგურებლად, ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას თუ რამდენი ძაღლი არის დაუბირკავი ანუ დასაჭერი ძაღლდამჭერების მიერ, ეს რიცხვი ქალაქის მასშტაბით შეიძლება იყოს 1000, გამოდის რომ მზად არის ქიმიური საშუალება თავშესაფარში შესული ცხოველების 80 პროცენტის განადგურებისათვის. ხოლო რაც შეეხება თავად ამ საშუალების გამოყენება რამდენად ჰუმანური არის მაშინ როდესაც საჭიროა ევთანაზია, განგიმარტავთ რომ ინგლისური მარილი ევთანაზიის მიზნით მართლაც გამოიყენება თუმცა ევთანაზიისათვის მხოლოდ ამ საშუალების გამოყენება არის არაჰუმანური, მასთან ერთად ცხოველს უნდა გაუკეთდეს ანესთეზია ისეთი საშუალებებით როგორებიც არიან ტილეტამინი ზოლაზეპამი თიოპენტონი და პროპოფოლი, ეს საშუალებები მათ არ აქვთ შესყიდული, შეგახსენებთ მათ აქვთ ამისათვის მხოლოდ წინასანარკოზე და შემდგომ პირდაპირ გასანადგურებელი ინგლისური მარილი რაც იწვევს კუნთების ბლოკირებას, ინტრავენურად მიწოდება გამოიწვევს გულისა და სუნთქვის გაჩერებას, კუნთების დამბლას, გონების დაკარგვას, ხაზს ვუსვამ ეს არ იქნება ევთანაზია ეს იქნება პირდაპირ განადგურება თუ იქნება გამოყენებული მხოლოდ ინგლისური მარილი ანესთეზიის საფეხურის გამოტოვებით. ანესთეზიის საშუალებები კი აღნიშნულ სამსახურს არ გააჩნია. რეალურად თუ თავშესაფარი აშენდა და დაიხარჯა თანხა ბიუჯეტიდან, არა ცხოველების ევთანაზიისათვის არამედ ცხოველთა პოპულაციის სწორად ჰუმანურად მართვისათვის, რაც ინტენსიურ სტერილიზაცია/კასტრაციას გულისხმობს ასევე შესაბამისი ანესთეზიით, მაშინ თავშესაფარი უნდა იყოს საჯარო და ჩვენს წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს საკუთარი უფლებამოვალეობების შესრულების ანუ თავშესაფარში ინტენსიური ყოველდღიური ვიზიტის უფლება შეუფერხებლად. 
 აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ შეუძლებელია ამ პრეპარატების სიის შემდგენი იყოს კომპეტენტური და იცოდეს თუ რა დროს რა მედიკამენტის გამოყენებაა საჭირო, მაშინ როდესაც თავად მედიკამენტების დასახელებებიც კი არ იცის სწორად.
 
 

Category: Site News, news

 

მონადირეები რეგულაციების გაუქმებას მოითხოვენ

Author: GFPA1 on 19-03-2017, 21:05, views: 350

5
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დღეს 2017 წლის 23 თებერვალს 12:00 სთ-ზე ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დაგეგმილი კანონპროექტის "ნადირობის შესახებ" განხილვა ჩაიშალა, შეხვედრას ესწრებოდა ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ორი წარმომადგენელი და დაახლოებით ორმოცდაათი მონადირე პირი, მონადირეებმა საუბრის საშუალება არ მისცეს არც ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლებს და არც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, მიუხედავად იმისა რომ შეხვედრა იყო საჯარო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
შეხვედრაზე მყოფი მონადირეები მოითხოვდნენ ჯარიმების გაუქმებას, როგორც სატელევიზიო ინტერვიუდან ირკვევა ზოგი მათგანი მოითხოვდა იარაღის ტარების უფლებას იმ შემთხვევაში როდესაც პირმა არ იცის მისი გამოყენების წესები და ასევე როდესაც პირს არ შეუძლია ცხოველთა სახეობების განსხვავება. ხოლო ერთ-ერთი მათგანი უკმაყოფილებას გამოთქვამდა შველის მკვლელობის შედეგად მკვლელობის განმახორციელებული პირების დაჯარიმების ფაქტზე. საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლებს არ მიეცათ საუბრის საშუალება რადგანაც მონადირეები სინქრონულად სხვადასხვა საკითხებზე ხმამაღლა საუბროდნენ. საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია მიიჩნევს რომ შველის მოკვლის ფაქტების გადაკვალიფიცირება უნდა მომხდარიყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით და მკვლელობის განმახორციელებელ პირებს ცხოველისადმი ჯგუფური სასტიკი მოპყრობის ფაქტზე უნდა შეფარდებოდათ პატიმრობა. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც. რომ ბრაკონიერობისა და ნადირობის წესების დარღვევის მომხრეთა და ასევე თავად ბრაკონიერთა ინტერესები შეუძლებელია გათვალისწინებულ იქნეს კანონმდებლობაში. რაც შეეხება აღნიშნულ კანონპროექტს, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია მომავალში გადააგზავნის შესაბამის შენიშვნებს.
 

Category: Site News, news

 

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციათა სპეციალური საბჭო

Author: GFPA1 on 4-06-2016, 18:00, views: 467

4
  ცხოველთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის დახვეწის მიზნით შექმნილმა ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალურმა საბჭომ სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლებს საკანონმდებლო კუთხით გასატარებელი რეფორმები და შენიშვნები ოფიციალურად წარუდგინა. 
  შეხვედრას ესწრებოდნენ: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნუგზარ ღვალაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ცხოველთა სამყაროს კონტროლის განყოფილების მთავარი ინსპექტორი გიორგი ხუნწარია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ირიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს სპეციალისტი თამთა კიკოლაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენელი ვლადიმერ ბარათაშვილი, ,,ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის" წარმომადგენელი სოფო მახათაძე, ,,ძაღლთა გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის" თავმჯდომარე და თავშესაფრის მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილი, ,,უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარე და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის მთავარი ვეტერინარი მარიამ ჩხიკვიშვილი, ,,სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარე და ვეტერინარული კლინიკა ვეტ-ექსპრესის მთავარი ვეტერინარი ვახტანგ მამალაძე, 
,,ბუნებისა და ცხოველთა გადარჩენის ასოციაციის" თავმჯდომარე ქეთი ინასარიძე, ,,ცხოველთა მეგობრების" თავმჯდომარე ირინა ლიკლიკაძე, ,,საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის" თავმჯდომარე თემურ ლაჭყეპიანი, ,,ცხოველთა დახმარების, უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაციის" თავმჯდომარე ირმა მთიულიშვილი.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციათა სპეციალური საბჭო

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციათა სპეციალური საბჭო

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციათა სპეციალური საბჭო

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციათა სპეციალური საბჭო

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციათა სპეციალური საბჭო

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციათა სპეციალური საბჭო

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციათა სპეციალური საბჭო

Category: Site News

 

გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი

Author: GFPA on 31-05-2016, 19:25, views: 543

4
   საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლობა ქ. გორში არსებულ მიუსაფარ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, წარმომადგენლობა ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას. თავშესაფრის ტერიტორიაზე უამრავი ცხოველი იმყოფება, თავშესაფარში ხორციელდება სტერილიზაციის პროგრამა და იზოლირებული ცხოველების აყვანის ადგილას დაბრუნება, ხოლო ცხოველები რომლებსაც სჭირდებათ ხანგრძლივი მკურნალობის კურსის ჩატარება და ვერ დააბრუნეს - მათ უტარდებათ მკურნალობის კურსი, იმყოფებიან ღია ტერიტორიაზე და არა ვოლიერებში ანუ მათ აქვთ ცოცხალი არსებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - თავისუფლება. სანიტარიულ სტანდარტებში მოყვნისა და შენობის რეკონსტრუქციის მიზნით საჭიროა რომ ქალაქის თვითმმართველობამ დამატებითი დაფინანსება გამოუყოს თავშესაფარს.

გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი

გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი

გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი

გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი

გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი

გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი

გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი

გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი

გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი

გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი



Category: Site News

 

ბათუმში ცხოველთა დაცვის შესახებ შეხვედრა გაიმართა

Author: GFPA1 on 4-04-2016, 19:02, views: 505

4
   ბათუმში ცხოველთა დაცვის შესახებ შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ცხოველთა დაცვის მიმართულებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით გასატარებელი ღონისძიებები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედერაზე გადაწყდა რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების კუთხით საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციასთან აქტიურად ითანამშრომლებენ ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები.
ბათუმში ცხოველთა დაცვის შესახებ შეხვედრა გაიმართა

Category: Site News

 

გიორგი მათიაშვილის ძაღლმკვლელმა ბრიგადამ მუშაობა შეაჩერა

Author: GFPA on 26-08-2015, 15:31, views: 151

5
ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ძალისხმევითა და უცხოელი პარტნიორების დახმარებით, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში მოქმედმა ძაღლების მკვლელმა ინდ. მეწარმე გიორგი მათიაშვილისა და მისი ოჯახის წევრის ინდ. მეწარმე მალხაზ მათიაშვილის ძაღლმკვლელმა ბრიგადამ მუშაობა შეაჩერა. გასული წლების განმავლობაში ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ მოამზადა მოხსენებები და მიმართვები, რაც მიაწოდა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოსა და უცხოურ ორგანიზაციას, რამოდენიმე წლიანი აქტიური მუშაობის შედეგად აღნიშნული დაჯგუფების მუშაობა შეჩერებულ იქნა.

 

Category: news

 

ცხოველთა დამცველები პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წარმომადგენლობას შეხვდნენ

Author: GFPA1 on 25-04-2014, 15:00, views: 367

2
  ცხოველთა დამცველები პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წარმომადგენლობას შეხვდნენ და კომიტეტის წარმომადგენლობას ცხოველთა დაცვის სფეროში საკანონმდებლო ბაზის დახვეწის მიზნით გასატარებელი სამოქმედო სქემა და ღონისძიებები პუნქტობრივად განუმარტეს.

ცხოველთა დამცველები პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წარმომადგენლობას შეხვდნენ
ცხოველთა დამცველები პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წარმომადგენლობას შეხვდნენ
ცხოველთა დამცველები პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წარმომადგენლობას შეხვდნენ
ცხოველთა დამცველები პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წარმომადგენლობას შეხვდნენ

Category: Site News

 

Make Donation

Author: GFPA on 28-08-2011, 16:31, views: 512

6

Bank Transfer

 

Currency: GEL , USD , EUR

Institution: Bank of Georgia

SWIFT: BAGAGE22

Beneficiary: Georgian Federation for the Protection of Animals

identification number: 412702883

Account Number: GE42BG0000000553930000

Category: donation

 
 
Theme: