Author: GFPA on 17-11-2020, 16:00, views: 76
Author: GFPA on 22-07-2020, 14:20, views: 498
Author: GFPA on 17-06-2020, 17:05, views: 420
Author: GFPA on 17-05-2020, 17:50, views: 488
Author: GFPA on 4-04-2020, 06:24, views: 728
Author: GFPA on 28-02-2020, 13:04, views: 1343
1) საქართველოს პარლამენტის წევრს კახაბერ კუჭავას
2) საქართველოს პარლამენტის წევრს ზაზა ხუციშვილს
3) საქართველოს პარლამენტის წევრს ოთარ დანელიას,
4) საქართველოს პარლამენტის წევრს ენძელა მაჭავარიანს
5) საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი გაჩეჩილაძეს
6) საქართველოს პარლამენტის წევრს კობა ლურსმანაშვილს
7) საქართველოს პარლამენტის წევრს სულხან მახათაძეს,
8) საქართველოს პარლამენტის წევრს გოგი მეშველიანს
9) საქართველოს პარლამენტის წევრს ლევან კობერიძეს
10) საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი ხატიძეს
11) საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანს
საქართველოს პარლამენტის წევრებმა კახაბერ კუჭავამ, ზაზა ხუციშვილმა, ოთარ დანელიამ, ენძელა მაჭავარიანმა, გიორგი გაჩეჩილაძემ, კობა ლურსმანაშვილმა, სულხან მახათაძემ, გოგი მეშველიანმა, ლევან კობერიძემ, გიორგი ხატიძემ მოახდინეთ 2019 წლის 07 მაისს კანონპროექტთა პაკეტი ნომერი: 07-3/337/9 -ის ინიცირება, საკანონმდებლო კანონპროექტთა პაკეტის ავტორებად საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე ოფიციალურად მითითებულნი არიან ჩვენი ორგანიზაციები, გვინდა ავღნიშნოთ რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შექმნილ შესაბამის სამუშაო ჯგუფში არ იქნა მოწვეული ავტორებად დასახელებული ყველა ორგანიზაციის წარმომადგენელი, ასევე კანონპროექტის სამუშაო ვერსიის კორექტირება სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს შორის ხდებოდა უცნობი პირების მიერ და ირღვეოდა ის შეთანხმებები რაც ხდებოდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე, გარკვეული ცვლილებების და შეჯერებული ვარიანტების შემდგომ არ ხდებოდა შეტანა კანონპროექტში, სანაცვლოდ კი ხდებოდა სულ სხვა ჩანაწერების გაჩენა სამუშაო ჯგუფის შეხვედრასა და შეხვედრას შორის, შესაბამისად არსებული ვარიანტი ვერ ითვალისწინებს ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებს და მათი დაცვის ეფექტურ მექანიზმებს, მეტიც - ძირეულად ეწინააღმდეგება ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებს. ამ პერიოდში ვერ მოხერხდა რომ კანონპროექტში გათვალისწინებულიყო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რისი ვალდებულებაც გააჩნია სახელმწიფოს, არ მომხდარა იმ შენიშვნების განხილვა და გათვალისწინება, რომლებიც ოფიციალური ფორმით შეიტანეს პარლამენტში სპეციალისტებმა, ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კანონპროექტის პირველი საკომიტეტო განხილვის სხდომის ოქმში(სხდომის ოქმი #91) არის უზუსტობები და ჩაწერილია სხვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ ვინ რა აღნიშნა, სხდომაზე მყოფმა პირებმა აღნიშნეს სხვა რამ და სხდომის ოქმში წერია განსხვავებული გარემოებები, დაინტერესების შემთხვევაში აღნიშნულის დამტკიცება შესაძლებელია სხდომის ვიდეო ჩანაწერით, რომელიც გვაქვს შენახული. შესაბამისად საჭირო არის რომ კანონპროექტის დამუშავების პროცესში მოწვეულნი იყვნენ სპეციალისტები, კინოლოგები, ფელინოლოგები, ზოოლოგები. გამომდინარე იქედან რომ კანონპროექტი საჭიროებს ძირეულ დამუშავებას, ავტორები აუცილებლად მივიჩნევთ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს სათანადო მოტივაციას, იმისათვის რომ თქვენს მიერ უნდა მოხდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კანონპროექტის გამოთხოვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე, შესაბამისად გთხოვთ მოახდინოთ კანონპროექტის გამოთხოვა. ხოლო ამის შემდგომ უნდა მოხდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სამუშაო პროცესების წარმართვა ახალი კანონპროექტის ინიცირებისათვის,რადგანაც შედგენილ იქნეს ახალი ვარიანტი რომელიც შესაბამისობაში იქნება ცხოველთა კეთილდღეობის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან და 2018 წლის 28 ივნისის საქართველოს მთავრობის დადგენილება N345-თან(ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ).
თემურ ლაჭყეპიანი
თავმჯდომარე
ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია
ირმა მთიულიშვილი
თავმჯდომარე
ააიპ ცხოველთა დახმარების, უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაცია
გულნარა ფუტკარაძე-სეჩენიანი
თავმჯდომარე
ააიპ ცხოველთა სამყარო
თამაზ ელიზბარაშვილი
დირექტორი
ააიპ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაცია
ვახტანგ მამალაძე
თავმჯდომარე
ააიპ სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება
ქეთევან ინასარიძე
გამგეობის თავმჯდომარე
ააიპ ბუნებისა და ცხოველთა გადარჩენის ასოციაცია ნარა
ირინა ლიკლიკაძე
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
ააიპ ცხოველთა მეგობრები
ვახტანგ უშვერიძე
თავმჯდომარე
ააიპ ვეგან ჯორჯია
თემურ ლაჭყეპიანი
წარმომადგენელი
ა/კ თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფი
მარიამ ჩხიკვიშვილი
თავმჯდომარე
ააიპ უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება
Author: GFPA on 3-01-2020, 14:18, views: 245
Author: GFPA on 1-05-2017, 23:02, views: 727
ქუთაისიდან დაბირკული ძაღლები გაყავთ, ცხოველთა დამცველებს თავშესაფარში შესვლას უკრძალავენ!
ქალაქ ქუთაისის მერის შოთა მურღულიას დავალებით ქუთაისში დაბირკული ძაღლების დაჭერა და სხვა რაიონების ტერიტორიაზე ბოლო ერთი კვირის მანძილზე სისტემატურად ხორციელდებაქუთაისის მერიის ნაგვის გატანისა და ცხოველთა იზოლირების სამსახურის ააიპ სპეციალური სერვისების მიერ, აღნიშნული ქმედება სტანდარტებისა და კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში (ქუთაისიდან 40 კმ. მანძილის დაშორებით) ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუთაისიდან გაყვანილი ძაღლები ერთი კვირის შემდგომ აღმოაჩინა. ქუთაისთან მისასვლელ მაგისტრალებზე მომრავლდა ავტომობილების მიერ ავტოავარიის შედეგად მკვდარი ძაღლები, მათ შორის დიდი ნაწილი რაოდენობა ძაღლებისა არიან სწორედ ის ძაღლები რომელთა ხელოვნული მიგრაცია მოახდინა ზემოაღნიშნულმა სამსახურმა.
ხელოვნურად სხვადასხვა რაიონსა და სოფელში ქუთაისიდან მიგრირებულ ძაღლებს შორის არიან ის იდენტიფიცირებული ძაღლები რომლებიც ქუთაისში იყვნენ მიკედლებული, მიმკედლებლებს მიზეზად განუმარტავენ „ქუთაისობა -2 მაისი"-ს ღონისძიებებს და ასევე ქუთაისის მერიის თანამდებობის პირების პირად სიტყვიერ დავალებებს.
მას შემდეგ რაც საინფორმაციო საშუალებების მიერ გაშუქდა რომ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციას ხელი ეშლებოდა თავშესაფრის მონიტორინგის განხორციელებაში და საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის მიერ გასაჯაროვდა ის ფაქტი რომ ააიპ სპეციალური სერვისები ცხოველთა ოპერაციებს ანხორციელებდა ანესთეზიისათვის(ე.წ. ნარკოზისათვის) საჭირო საშუალებების გარეშე, არ იყო რეგისტრირებული შესაბამის ბაზაში და შესაბამისად არ ფლობდა საჭირო სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს, ცხოველთა დამცველები თავშესაფარში მონიტორინგის მიზნით მხოლოდ ორჯერ დაუშვეს, ისიც წესების დარღვევით. ხოლო თავშესაფარში შესვლისას ცხოველთა დამცველების მიერ დაფიქსირდა დარღვევები - ვოლიერებში დიდი რაოდენობის ცხოველები, რამოდენიმე დაუნომრავი ვოლიერის არსებობა, არასათანადოდ დეზინფიცირებული ვოლიერები და ა.შ. ხოლო იმ ცხოველების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია რომლებიც მეორე ვიზიტზე უკვე აღარ იმყოფებოდნენ თავშესაფრის ადმინისტრაციამ არ განუმარტა საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლებს, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლებს თავშესაფრის ადმინისტრაციის მიერ ასევე უკანონოდ აეკრძალა თავშესაფრის ვეტერინარებთან საუბარი და ვეტერინარული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება. ამის შემდგომ კი ქუთაისის მერიის ნაგვის გატანისა და ცხოველების იზოლირების სამსახურის, თავშესაფრის ადმინისტრაცია ააიპ სპეციალური სერვისების ხელმძღვანელობამ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციას თავშესაფრის შესვლაზე უარი განუცხადა. აქვე ვაფიქსირებთ რომ ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციას და ასევე ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს თავიანთი წესდებების საფუძველზე გააჩნია უფლებამოსილება განახორციელოს ცხოველთა თავშესაფრების მონიტორინგი სრულყოფილად, ხოლო აღნიშნულ წესდებებში არსებული მუხლების ნომრები(თავად წესდებები განთავსებულია საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე) 2016 წლის 12 მაისის წერილი N020-ბ16_ით გადაეგზავნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ ,,სპეციალური სერვისები’’-ს დირექტორს გელა გაგუას, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს შოთა მურღულიას, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს, ქუთაისის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს გუბაზ სანიკიძეს.
Author: GFPA on 27-03-2017, 23:45, views: 904
Author: GFPA on 19-03-2017, 21:05, views: 669
Author: GFPA on 4-06-2016, 18:00, views: 815
Category: Site News
Author: GFPA on 31-05-2016, 19:25, views: 884
Category: Site News
Author: GFPA on 4-04-2016, 19:02, views: 782
Category: Site News
Author: GFPA on 25-04-2014, 15:00, views: 683
Category: Site News